სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლების შერჩევა იწყება - პედაგოგებმა რეფლექსია უნდა წარადგინონ
07-03-2023
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში, იწყებს მასწავლებელთა შერჩევას საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ eTwining-ის პროგრამაში დარეგისტრირებულ მასწავლებლებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას (არიან ინგლისური ენის მასწავლებლები ან ენის ცოდნას დაადასტურებენ გასაუბრების დროს) შერჩეული მასწავლებლები გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით გაემგზავრებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებზე დასასწრებად.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე etwinningplus@tpdc.ge უნდა გააგზავნონ:

1. ავტობიოგრაფია (CV);
2. პროექტის აღწერილობა და რეფლექსია (Word - ის ფორმატში, მაქსიმუმ 5 გვერდი, sylfaen 12 შრიფტით);
3. პროექტის პრეზენტაცია პროექტის აღწერილობა - აღწერეთ პროექტის მიზანი, საგანთაშორისი ინტეგრაცია, მეთოდები, განხორციელებული აქტივობები, პროექტის შედეგები და სხვა მოცემული კომპონენტები, სამიზნე კომპეტენციები. (არაუმეტეს 300-400 სიტყვით).

პროექტის სახელწოდება:
პროექტის აქტუალობა:
მიზანი:
საგანი:
მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფი და რაოდენობა:
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები:
შედეგების ანალიზი:
ფოტო და ვიდეომასალა.
თვინსფეისის ბმულები:

პროექტის რეფლექსია უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:

მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და/ან მოდიფიცირება და რატომ?
რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?

პროექტის პრეზენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საპრეზენტაციო ფორმატში - Power Point -ში (მაქსიმუმ 15 სლაიდი), პრეზენტაცია უნდა მოიცავდეს პროექტის ძირითად თეზისებს. კანდიდატმა თავად უნდა აირჩიოს ერთი -ერთი პროექტი რომელშიც ჩართულია eTwinning-ის პორტალზე და რომელიც აქტიური იყო 2022-2023 წელს, წარმოადგინოს თვინსფეისის ლინკები განხორციელებული აქტივობების დასადასტურებლად.

განაცხადები მიიღება 2023 წლის 20 აპრილამდე, დაგვიანებით ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. შერჩევა მოხდება ორ ეტაპად, წარმოდგენილი საბუთების განხილვა და გასაუბრება. შერჩეული კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ პროექტები STEM-ის მიმართულებით და არ მიუღიათ მსგავს კონკურში მონაწილეობა გასულ წლებში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება