სიახლეები
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„დაშტამპულ მეთოდებს სისტემა აღარ ემხრობა - მოსწავლე უნდა იყოს თავისუფალი“ - შალვა ხუციშვილი, თბილისის N219 საჯარო სკოლის დირექტორი
09-03-2023
-
+


ოთხ ათეულ წელზე მეტია განათლების სისტემას ემსახურება... რიგითი მასწავლებლობით დაწყებული კარიერა, გარდაბნის რაიონის განათლების განყოფილების მეთოდსამსახურის გამგედ გააგრძელა და ამჟამად თბილისის N219 საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს...

პროფესიით ფიზიკოსი შალვა ხუციშვილი, წლებია მათემატიკას ასწავლის და მენტორის სტატუსიც აქვს; etaloni.ge-სთან საუბრისას, სიამაყით აცხადებს - ჩემს სკოლაში 26 მასწავლებლიდან 10 წამყვანია და დანარჩენებს უფროსის სტატუსი აქვთ, თუმცა პირადად მისთვის, როგორც შალვა მასწავლებლისთვის, ყველაზე დიდი ჯილდო მისი ბავშვების სიყვარულია, რომელიც იცით როგორ გამოხატეს? - ერთ მშვენიერ დღეს, სკოლის ფოიეში ვარსკვლავი გაუხსნეს.

„დამსახურებული პედაგოგი ვარ და ეს წოდება 2019 წელს მომანიჭეს, თუმცა ჩემი ბავშვებისა და მასწავლებლების, ასევე მშობლების მიერ სკოლის ფოიეში გახსნილი ვარსკვლავი ყველაზე დიდი ჯილდოა, რომელიც შეიძლება მასწავლებლებმა მიიღოს“ - ასე იწყებს ინტერვიუს ბატონი შალვა და ჩვენთან არაერთ საინტერესო საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას.

რატომ აცვიათ მოსწავლეებს ფორმა? რატომ მიაქვთ პირველკლასელებს ქოთნის ყვავილი? რა უნდა გააკეთოს მასწავლებელემა, რომ ბავშვებმა გაკვეთილზე მოუსმინონ? - etaloni.ge-ს თბილისის N219 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, შალვა ხუციშვილი ესაუბრება.

- ბატონო შალვა, ახლახან გამოქვეყნდა დირექტორობის მსურველთა გამოცდის შედეგები... თქვენც ხომ არ გაიარეთ ტესტირება?

- არა, გამოცდაზე არ გავსულვარ, თუმცა ზოგადად რომ შევაფასოთ - ჩემი აზრით, აუცილებლად ყველა სკოლის დირექტორმა უდნა ჩააბაროს გამოცდა, რადგან საგამოცდო საკითხები თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს; ვაღიაროთ, თუ გამოცდას ვერ ჩააბარებს დირექტორი, მას ძალიან გაუჭირდება სკოლაში ხელმძღვანელად მუშაობა.

- როგორი უნდა იყოს კარგი სკოლის კარგი დირექტორი?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა უყვარდეს თავისი საქმე, იყოს სამართლიანი, ობიექტური და უნდა ერკვეოდეს სკოლის მართვის მექანიზმებში...

- და უნდა იყოს მასწავლებელიც?

- ჩემი გამოცდილებიდან გამომდიარე, დიახ, დირექტორს უნდა ჰქონდეს პედაგოგიური გამოცდილება, იცოდეს ბავშვი, მშობელი, სკოლა... მე მათემატიკას ვასწავლი.

- და რაში დაგეხმარათ თქვენი პროფესია სკოლის მართვისას?

- ძალიან ახალგაზრდამ დავიწყე მასწავლებლად მუშაობა... 42 წელია განათლების სისტემაში ვარ - ვმუშაობდი რუსთავის ტექნიკურ სასწავლებელში, შემდეგ - გარდაბნის (ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონის) განათლების განყოფილებაში, მეთოდკაბინეტის გამგედ, რომლის დაქვემდებარებაშიც 56 სკოლა, 54 ბაგა-ბაღი, 2 ბავშვთა სახლი იყო და 25 წელია სკოლის დირექტორი ვარ... პედაგოგობა კი ბევრ რამეში დამეხმარა  - ვიცი, რა არის საგაკვეთილო პროცესი, რა გამოწვევები შეიძლება ჰქონდეთ პედაგოგებს, მოსწავლეებს... და დღეს, ბედნიერიც ვარ, კმაყოფილიც - ჩვენი N219 საჯარო სკოლა სარგებლობს დიდი ავტორიტეტით, გვყავს კვალიფიციური მასწავლებლები: 26 პედაგოგიდან 10 წამყვანია, 25 უფროსი, მე კი მენტორი გახლავართ.

ეს რასაკვირველია დიდი შრომის შედეგია, ჩართულები ვართ ახალი სკოლის მოდელში, ვთანამშრომლობთ მასწავლებლის სახლთან, გავდივართ ტრენინგებს და ვნერგავთ ყველა სიახლეს, რასაც განათლების თანამედროვე სისტემა გვკარნახობს.

- მასწავლებლების კვალიფიკაცია ახსენეთ და ამაყად თქვით, რომ ყველა პედაგოგი სტატუსიანია... ეს განაპირობებს სკოლის პრესტიჟს, ბატონო შალვა?

- გარკვეულწილად სკოლის პრესტიჟზე შეიძლება იმოქმედოს, თუმცა სწავლის ხარისხზე ამას ვერ ვიტყვი - უსტატუსოც და სტატუსიანი მასწავლებელიც ერთნაირად იხარჯება გაკვეთილზე... ჩვენი პედაგოგები თავს არ ზოგავენ, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება; მე, როგორც ხელმძღვანელი და როგორც მასწავლებელი, გეტყვით, რომ სტატუსი არანაირ როლს არ ასრულებს საგაკვეთილო პროცესის წარმართვაში...

- თუმცა თანამედროვე ე.წ გაიდლაინები რადიკალურად განსხვავებულია წლების წინ არსებულისგან, ხომ ასეა?

- მოსწავლეები ახლა უფრო თავისუფლები არიან, მკაფიოდ გამოხატავენ თავის აზრს; ბავშვებს აქვთ ახალი მიდგომები და ზუსტად ესაა თანამედროვე სკოლა - მოსწავლეს უნდა მისცე საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება, დაშტამპულ მეთოდებს აღარ ემხრობა სისტემა - მოსწავლე უნდა იყოს თავისუფალი და გახსნილი.

- მოგწონთ „თანამედროვე სკოლა“, რომელიც ახსენეთ? ბავშვები ხშირად აპელირებენ საკუთარ უფლებებზე და მოვალეობები ნაკლებად ახსოვთ.

- მოსწავლის უფლებები არ უნდა შეილახოს, მაგრამ... მქონია შემთხვევა, მასწავლებელს უთქვამს, რომ ბავშვმა არ მისცა საშუალება, გაკვეთილი ჩაეტარებინა... ასეთ დროს მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები - ჩემო კარგო, შენს უფლებებს რომ იცავ, ჩემს უფლებებს რატომ აღარ უფრთხილდები? მომეცი საშუალება, გაკვეთილი ჩავატარო!

- პირადად თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

- არასოდეს! ჩემთვის წარმოუდგენელია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ გაკვეთილზე შევსულიყავი და ბავშვი პატივს არ მცემდეს, ასეთი რამ არ მახსენდება.

- პატივს გცემდეთ თუ უყვარდეთ, ბატონო შალვა?

- არა, სიყვარული შეკვეთით არ მოდის... ვერც ერთ მოსწავლეს ვერ ეტყვი, რომ უნდა უყვარდე, თუმცა მასწავლებელს მოსწავლე პატივს აუცილებლად უნდა სცემდეს, სხვაგვარად სკოლაში არ ვიმუშავებ.

- არის ფორმულა, რა უნდა გააკეთოს პედაგოგმა, რომ გაკვეთილზე „ბუზის გაფრენა“ ისმოდეს?

- მასწავლებელემა, პირველ რიგში, საგანი უნდა შეაყვაროს ბავშვს - ასეთ შემთხვევაში მოსწავლე არანაირად არ მოიქცევა ცუდად.

- როგორც სკოლის ხელმძღვანელს, გკითხავთ - რა შედეგი გამოიღო პირველ კლასში ჭადრაკის სწავლებამ?

- მოხდა მასწავლებლების გადამზადება, დროულად შემოიტანეს რესურსებიც და თავისუფლად შემიძლია თქვა, რომ ძალიან სახალისოდ მიმდინარეობს გაკვეთილები... ბავშვებს ძალიან მოსწონთ.

- თქვენი საგანი თუ უყვართ მოსწავლეებს?

- მე მაშინ ვარ ბედნიერი, როდესაც წელიწადში ერთხელ, ამ სპეციალობით უმაღლეს სასწავლებელში ეწყობა აბიტურიენტი - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი 42 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში, სულ მცირე, 42 მათემატიკოსია საქართველოში ჩემი გამოზრდილი.

- თუმცა, სამწუხაროდ საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესი ნაკლებია.

- იყო პერიოდი, როდესაც ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია ერთ მასწავლებელს უნდა ესწავლებინა, რაც მცდარი მიდგომაა - წარმოუდგენელია, სამივე საგანი ერთმა ადამიანმა ასწავლოს და შედეგზეც გავიდეს... სწორედ მაშინ აიცრუეს ბავშვებმა გული და ზერელედ უყურებდნენ ფიზიკასაც, ქიმიასაც, ბიოლოგიასაც...

- უმაღლესი სასწავლებლები ახსენეთ... თქვენი აზრით, რა სახის განათლება უნდა მისცეს სკოლამ, რომ აბიტურიენტებს რეპეტიტორები არ დასჭირდეთ?

- ჩემი აზრით, თუ მოსწავლე იქნება ჩართული საგაკვეთილო პროცესში, მას არ უნდა გაუჭირდეს უმაღლესში ჩაბარება, რადგან გრიფირებული სახელმძღვანელოები და საგამოცდო პროგრამა თანხვედრაშია...  მოსწავლე საგაკვეთილო პროცესში ჩართული უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, მე-12 კლასელები სკოლაში არ დადიან... ჩემი ბავშვები მსაყვედურობენ, არსად დადიან და ჩვენ დასჯილები რატომ ვართო... თუ საგნის მასწავლებელი ბოლომდე იხარჯება და ბავშვი აუდიტორიაში ზის, მას რეპეტიტორები არ დასჭირდება.

აქედან გამომდინარე, მართებულად არ მიმაჩნია საატესტატო გამოცდების გაუქმებაც - ბავშვები ემზადებოდნენ, მეტ ცოდნას იღებდნენ, პასუხისმგებლობასაც გრძნობდნენ...

- და მასწავლებლებიც უფრო მონდომებულები იყვნენ, ასეა?

- რასაკვირველია! ბილეთებს ვუდგენდით, საკითხებს ვაწერინებდით... ახლა კი მოთხოვნები მინიმუმამდეა.

- ბატონო შალვა, პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო... რამდენ ახალბედას ელით 2023-2024 სასწავლო წლისთვის და რატომ უნდა აირჩიონ თქვენი სკოლა?

- ახალი სასწავლო წლისთვის 50 პირველკლასელს ველით... იცით, რატომ ჩვენი სკოლა? იმიტომ რომ, თბილისის N219 საჯარო სკოლაში სამართლიანობა ზეიმობს, გვაქვს საკუთარი ჰიმნი, ემბლემა... ჩემს სკოლაში 1-ელიდან მე-12 კლასის ჩათვლით, ყველა მოსწავლე დადის ფორმით...

- არ გიპროტესტებენ მოსწავლეების სკოლის ასეთ შინაგანაწესს?

- არა, ყველამ იცის, რომ ფორმა უნდა ეცვას, ამ გადაწყვეტილებამდე კი იმიტომ მივედით, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მოსწავლეებს შორის სხვაობა არ ყოფილიყო, ვიღაცებს ზემოდან არ ეყურებინათ ნაკლებად შეძლებული ოჯახისშვილებისთვის და უნდა აღვნიშნო, რომ ამ მიდგომამ გაამართლა. გარდა ამისა, ყველა პირველკლასელმა იცის, რომ სასწავლო წლის პირველ დღეს, სკოლაში აუცილებლად უნდა მოიტანოს ქოთნის ყვავილი, რომელსაც თავად მოუვლის და სკოლის დასრულებისას, შეუძლია წაიღოს, თუმცა როგორც წესი, ყველა გვიტოვებს და ჩვენს სკოლაში არის ბავშვებს მზრუნველობით გაზრდილი უამრავი ლამაზი ყვავილი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება