სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

გაიცანით ქალები საქართველოს ისტორიიდან, რომლებმაც პირველად აიმაღლეს ხმა, ქალთა უფლებების დასაცავად
07-03-2023
-
+


დღეს, 8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვის დღეს გაგაცნობთ და მოგიყვებით ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეიტანეს და ქალთა უფლებები წინა პლაზე წამოწიეს. ყველა მათგანის ჩამოთვლა ალბათ ძალიან რთული იქნება, თუმცა გთავაოზთ, რამდენიმე მათგანის ისტოროას. ეს ქალები მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, ექიმები, იურისტები, პოეტები, მსახიობები და პუბლიცისტები არიან.

ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე - მწერალი
ბარბარე ერისთავი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქალთა მდგომარეობასა და მათ უფლებებზე საჯაროდ ალაპარაკდა. ქალთა თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებით აღსანიშნავია 1893 წელს "კვალში" გამოქვეყნებული მისი წერილი "ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ".

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი - მწერალი
ანასტასია თუმანიშვილი ევროპული განათლების სისტემას შვეიცარიასა და საფრანგეთში სწავლის დროს გაეცნო. მან თარგმნა არაერთი პუბლიკაცია, რომელიც ბავშვთა აღზრდის, პედაგოგიკისა და ბიბლიოთეკების საკითხებს უკავშირდებოდა. 1872 წელს ანასტასია თუმანიშვილის ორგანიზატორობით ქალთა წრე დაარსდა, რომელიც მიზნად ისახავდა ქალთა საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოყვანას და ლიტერატურულ-მთარგმნელობითი საქმიანობის განვითარებას. 1908 წელს შემქნა საზოგადოება "განათლება", რომლის სკოლამ პირველად ქართულ ენაზე სწავლების სისტემაზე სრულად გადასვლა შეძლო.

მარო მაყაშვილი - სტუდენტი
მარო მაყაშვილი პოეტ კოტე მაყაშვილისა და ცნობილი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის შვილის - თამარის ოჯახში დაიბადა. 1921 წელს, როდესაც თბილისს რუსეთის მე-11 არმია მოადგა და ქართველი ახალგაზრდები კოჯორ-ტაბახმელასკენ საბჭოთა ჯართან დასაპირისპირებლად წავიდნენ, 19 წლის სტუდენტი მარიამი წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა. ორ დღეში ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა. ქართველ იუნკერებთან ერთად, მარო მაყაშვილი თბილისში, ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ამჟამინდელი საქართველოს პარლამენტის ტერიტორიაზე დაკრძალეს.

კატო მიქელაძე - ჟურნალისტი
კატო მიქელაძემ განათლება ევროპაში მიიღო. დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას პარიზში გაეცნო და 1916 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა დაიწყო. მისი ლიდერობით, 1917-1918 წლებში რეგიონალური ქსელი "ქალთა ლიგა" ჩამოყალიბდა. გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთ "ხმა ქართველი ქალისა".

ბაბო ავალიშვილი-ხერხეულიძე - მსახიობი
ბაბო ავალიშვილი 1851 წელს დაიბადა. ის თბილისის განახლებულ თეატრში (1879) ტრაგიკული და დრამატული როლების პირველი შემსრულებელი ქალი იყო. ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას და ქართველ ქალთა ამხანაგობის საზედამხედველო კომიტეტის ხელმძღვანეობდა.

ანასტასია მაჩაბელი - საზოგადო მოღვაწე
ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილი (მაჩაბელი) 1869 წელს დაიბადა. ის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების თავმჯდომარე იყო. ანასტასია მაჩაბელს თეატრი უყვარდა მის განვითარებას ხელს უწყობდა.

ოლღა გურამიშვილი - საზოგადო მოღვაწე
ოლღა გურამიშვილი ილია ჭავჭავაძის მეუღლე იყო. ის აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. ის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წევრი იყო. აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საქმიანობაში. 1895-1906 წლებში ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებას თავმჯდომარეობდა. ხელმძღვანელობდა ქართველ ქალთა ჭრა-კერვის სკოლას, დახმარებას უწევდა ღარიბ მოსწავლეთა შემწეობის თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებას. 1908 წელს, საგურამოს ილიასეულ სახლში სკოლა გაიხსნა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება