სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ანსამბლის წარმატება 
08-03-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ანსამბლი სხვადასხვა კონკურსში აქტიურად და დიდი მონდომებით ერთვება და არაერთ წარმატებას აღწევს.

ანსამბლს ნინო ბიბილური ხელმძღვანელობს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, 2022 წელს საქართველოს მასშტაბით გამართული ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VI ეროვნული კონკურსი, სადაც სკოლის ანსამბლი გალობის კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ანსამბლი ცხრა გოგონასგან შედგება, რომელთაგან ერთ-ერთს, ქრისტინე ბროლაძეს საუკეთესო სოლისტის ტიტული მიენიჭა და საჩუქრად სპეციალური პრიზი - არტემ ერქომაიშვილის კომპაქტდისკი სპეციალურ დიპლომთან ერთად გადაეცა.

„ვულოცავთ ანსამბლს და წმინდა ნინოს სახელობის სკოლის თითოეულ წევრს ამ დიდ გამარჯვებას!“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მსგავსი აქტივობები და კონკურსები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია, რასაც სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

როდის ბრუნდებიან ბაღის თანამშრომლები სამსახურში

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

2000-1000-500 ლარიან ჯილდოს გრანტით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ - დეტალები

პიროვნება
სკოლები
სკოლაში, აბიტურიენტებს მთელი საგამოცდო პერიოდი გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ
პედაგოგი პროფესიული განვითარებისკენ არის ორიენტირებული 
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება