სიახლეები
სკოლები

„მწვანე სახურავი“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის შთამბეჭდავი პროექტი
08-03-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს სამოქალაქო განათლების კლუბი - „სხივი“.

ამჯერად, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, კლუბის წევრების ინიციატივით, განხორციელდა პროექტი - „მწვანე სახურავი“, რომელიც აჭარის ბიზნეს ფორუმზე აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ დაფინანსდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ხანგრძლივობა იყო 3 თვე (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი 2022-2023 წელი).

პროექტის მიზანს წარმოადგენდა: მოსწავლეებს გაეაზრებინათ კლიმატის ცვლილებების გლობალური საფრთხე და თავიანთი როლი ამ საფრთხის შემცირებაში, სათბურის ეფექტის შემცირების სხვადასხვა გზების გაცნობა და ამ მიმართულებით მწვანე სახურავების კონსტრუქციის ეფექტიანობის გამოცდა.

პროექტი კავშირშია მდგრადი განვითარების მიზნებთან:

მიზანი 4 - ხარისხიანი განათლება;
მიზანი 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები;
მიზანი 13 - კლიმატის ცვლილებების შედეგების დაძლევა.

პროექტი ინტეგრირებული იყო საგნებთან -  ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია და ხელოვნება.

პროექტის იდეის გაცნობის შემდეგ, საგნების მიხედვით, შეიქმნა ჯგუფები და საგნის მასწავლებლებმა მოსწავლეებს გაუნაწილეს დავალებები. მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევები, მოამზადეს პრეზენტაციები, შექმნეს ნახაზები შენობის მოდელებისათვის და წარმოადგინეს კლუბის შეხვედრაზე საბოლოო პროდუქტი.

შენობის ორი მოდელი: ერთი ჩვეულებრივი შავი სახურავით, მეორე მწვანე სახურავით.

პროექტის დასრულების შემდეგ, კლუბის ლიდერმა, საბა ცეცხლაძემ და კლუბის წევრმა, ანა ყურშუბაძემ წარმოადგინეს პროექტის შეჯამება - პრეზენტაცია.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, პროექტში მონაწილე მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ისაუბრეს მათ მიერ გაწეული საქმიანობისა და მწვანე სახურავების სარგებლიანობის შესახებ.

შეხვედრის ბოლოს მომხსენებლებმა, უპასუხეს მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს.

შეხვედრას ესწრებოდა დირექციის წარმომადგენელი ნუნუ კობალაძე, ისტორიის მასწავლებელი ირმა რიონიძე, ხელოვნების მასწავლებელი ვენერა აბუსერიძე და პროექტში ჩართული მასწავლებლები: მოქალაქეობა - თამილა რიონიძე, ფიზიკა - ხათუნა უსტიაშვილი, ბიოლოგია- მანანა ლემსაძე, მათემატიკა - ირა შაქარიშვილი, კლუბის ყველა წევრი და დაინტერესებული მოსწავლეები.

პროექტის საბოლოო პროდუქტები არის:

1. შენობის ორი მოდელი სხვადასხვა სახურავით;
2. პოსტერი, რომელიც ასახავს კვლევების შედეგებსა და პროექტზე მუშაობის პროცესს.

პროექტის კურატორი პედაგოგი თამილა რიონიძე გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

როდის ბრუნდებიან ბაღის თანამშრომლები სამსახურში

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

2000-1000-500 ლარიან ჯილდოს გრანტით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ - დეტალები

პიროვნება
სკოლები
სკოლაში, აბიტურიენტებს მთელი საგამოცდო პერიოდი გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ
პედაგოგი პროფესიული განვითარებისკენ არის ორიენტირებული 
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება