ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის დირექტორს მადლობის სიგელი გადასცა
09-03-2023
დაკოპირებულია
-
+
საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში დედის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სოფელ დავითიანის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლაზარე (ჯიქია) და ამავე ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი გიორგი ფიფია.
ღინისძიების დასასრულს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა - კურთხევით, ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე, მხარდაჭერისა და თანადგომისათვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის დირექტორი დეკანოზი გაბრიელ გულორდავა და მრწამსი მართლმადიდებლური ორგანიზაციის დირექტორი დიმა ზარქუა.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი მადლობას უხდის საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზის დირექტორსა და ღონისძიების ყველა მონაწილეს.
„მადლობას ვუხდით დეკანოზ გაბრიელ გულორდავას, გიმნაზიის თითოეულ მასწავლებელს და ყველას ვისაც ოდნავი წვლილიც კი მიუძღვის ამ საოცარი ღონისძიების ორგანიზებაში“,- აღნიშნავს გიორგი ფიფია.