სიახლეები
სკოლები

„მსოფლიოში საუკეთესო დედას“ - ზანის საჯარო სკოლაში 3 მარტთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
10-03-2023
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

სკოლაში 3 მარტთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე პირვეკლასელებმა (დამრიგებელი - სოფიო გერსამია) ლექსები წაიკითხეს, დედაზე ბრძნული გამონათქვამები გააჟღერეს, საცეკვაო ნომრები შთამბეჭდავად შეასრულეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„ღონისძიება საკმაოდ თბილ გარემოში ჩატარდა. ყველაფერში დედის მოფერება იგრძნობოდა. მოსწავლეებმა დედებს პატარა ხელებით გაკეთებული თაიგულები დაურიგეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დირექტორი რომან კვაშილავა, მასწავლებლები და მშობლები.

აღსანიშნავია, რომ ზეიმის დასასრულს კლასის დამრიგებელმა მოსწავლეები და დედები ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

როდის ბრუნდებიან ბაღის თანამშრომლები სამსახურში

ბავშვები ერთჯერადად 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ - მუნიციპალიტეტის დადგენილება

2000-1000-500 ლარიან ჯილდოს გრანტით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ - დეტალები

სკოლების ავტორიზაციის დებულებაში ცვლილება შევიდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება