სიახლეები
სკოლები

თაქალოს საჯარო სკოლის ეზოში სამოქალაქო კლუბმა დასუფთავების აქცია გამართა
10-03-2023
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა, გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში, სკოლის ეზოს დასუფთავების აქცია მოაწყო. 

ეზო პლასტმასის და მინის ბოთლებით, სიგარეტის კოლოფებით და ქარის მიერ მოტანილი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენით დანაგვიანებული იყო. 

სამოქალაქო კლუბის წევრებმა დასუფთავების აქცია დააორგანიზეს, მოსწავლეები მოაბილიზეს და სამოქალაქო პროგრამისგან მიღებული ნაგვის ცელოფნების და სამუშაო ხელთათმანების გამოყენებით, სკოლის მიმდებარე ტერიტორია და სპორტული მოედანი დაალაგეს. 

გარდა ამისა, მათ ნარჩენები დაახარისხეს, ცალ-ცალკე მოათავსეს პლასტმასი, მინა და ქაღალდი. მოსწავლეებმა პოსტერები  მოწოდებებით - „ნუ დაყრი ნაგავს“, „ნაგავი ჩაყარე ურნაში“ დაამზადეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილებსა და ნაგვის ურნებზე მიამაგრეს.

მათ გარემოს დაცვის შესახებ საინფორმაციო კედლის გაზეთიც დაამზადეს და სკოლის ფოიეში გააკრეს.

აღნიშნული აქტივობით მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერება კიდევ უფრო გაიღრმავეს. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

როდის ბრუნდებიან ბაღის თანამშრომლები სამსახურში

2000-1000-500 ლარიან ჯილდოს გრანტით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ - დეტალები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება