„ეს არის ჩემი სამშობლო“- თბილისის N177 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების შესახებ ვიდეორგოლები მოამზადეს
10-03-2023
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N177 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, VIIგ კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პროექტის ფარგლებში, თემაზე - ეს არის ჩემი სამშობლო, ვიდეორგოლები შექმნეს. მოსწავლეებმა საკითხზე ჯგუფურად იმუშავეს და საინტერესო ვიდეორგოლები მოამზადეს. მათი კლასის დამრიგებელი - ლარისა ქავთარაძე, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნინო ნონაშვილია.
მოსწავლეებმა შემდეგი ვიდეოები მოამზადეს:
„ფშავ-ხევსურეთი“ - ვიდორგოლის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს: ბარბარე შიომღვდლიშვილმა, ლუკა ელიზბარაშვილმა, იაკობ ირიციანმა, გიორგი გელშვილმა და გეგა გეწაძემ.
„რაჭა“ - ვიდორგოლის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს: მიხეილ ჩხაიძემ, მარიამ ფოცხვერიამ, ლუკა კირეულიშვილმა და მარიამ ალაფიშვილმა.
„აჭარა“ - ვიდორგოლის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს: სალომე ხელშვილმა, გიორგი გელაძემ, ელენე ალავერდაშვილმა და სალომე ზუბიტაშვილმა.
„გუდამაყარი“ - ვიდორგოლის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს: ალექსანდრა ავალიშვილმა, თეკლა ქურდაძემ და ნინო მახარაშვილმა.
„სამეგრელო“ - ვიდეორგოლის მომზადებაზე იმუშავეს: ნიკოლოზ ირიციანმა, ნატა ხელაიამ, ნათია ხუზმიაშვილმა და სალომე ზუბიტაშვილმა.
„გურია“- ვიდეორგოლი მოამზადეს: გაბრიელ ლიქოკელმა, ელენე კერვალიშვილმა, მარიამ შარაბიძემ, ალექსანდრა ამოიანმა
„ქართლი“- ვიდეორგოლზე იმუშავეს: ლუკა ჩანტლაძემ, ალექსანდრე წიკლაურმა, ლუკა მეტრეველმა და ელენე მორჩილაძემ.
აღსანიშნავია, რომ მათი ნამუშევრები ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო.
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“