სიახლეები
სკოლები

„თავად დედაა - გაზაფხული“ - ღარის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება მოეწყო
10-03-2023
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლაში საგაზაფხულო ზეიმი - „თავად დედაა - გაზაფხული“, ჩატარდა.

საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, დამსწრე საზოგადოებას მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებული, მრავალფეროვანი სანახაობა წარუდგინეს.

ღონისძიებაში I -VI კლასის 31 ბავშვი ჩაერთო და როგორც პედაგოგი გვიყვება, ყველამ თავის თავი იპოვა, ზოგი ყვავილი იყო, ზოგიც- პეპელა, ფერია, ფუტკარი, მზე, ქარიც კი, რომელიც მეგობრობის ძალით სიოდ გადაიქცა.

„მინიმალური დეკორაცია და მაქსიმალურად ფერადი სამყარო... პირველად შევძელი ღარის სკოლაში, ასეთი შინაარსის ზეიმის გამართვა...

ყველაზე შრომატევადი რამ იყო, ყოველ ბგერას და მოძრაობას ვამუშავებდით... მაგრამ ღირდა ამ სიფერადედ... ყველაფერს თავი გაართვეს ჩვენმა ჭიკჭიკა ბავშვებმა და ძალიანაც გააფერადეს დარბაზი...

მადლობელი ვარ თითოეული მშობლისა და კოლეგის, რომელმაც თანადგომა გამიწია“,- აღნიშნავს ღონისძიების ორგანიზატორი, პედაგოგი ნინო ჭიჭინაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

როდის ბრუნდებიან ბაღის თანამშრომლები სამსახურში

2000-1000-500 ლარიან ჯილდოს გრანტით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ - დეტალები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება