მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N191 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მათ, ცოდნისა და თვალსაწირის გაფართოების მიზნით, სხვადასხვა პროექტში, საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ აქტივობაში რთავენ.
მათ შორის, IXბ კლასში, პედაგოგ ნანა გაბოშვილის ხელმძღვანელობით, განხორციელდა პროექტი - „გვახსოვდეს აფხაზეთი“.
პროექტი, რომელიც მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა, ნუგზარ შატაიძის მოთხრობის - „მოგზაურობა აფრიკაში“ მიხედვით დაიგეგმა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა წარმოადგინეს აფხაზეთი ომამდე და აფხაზეთი ომის შემდეგ.
„მოთხრობის ავტორმა მთელი სიმძაფრით დაგვიხატა აფხაზეთის ომის სისასტიკე, ომისა, რომელმაც ათასობით ადამიანს წაართვა ბედნიერება, ოჯახური სითბო და სიყვარული, მომავალი-ბავშვებს, რომლებიც ომმა გაწირა მუყაოს ყუთისთვისა და წებოსთვის! დღეს აფხაზეთი აფრიკაზე შორსაა, ამიტომაც უნდა გვახსოვდეს, ვიცნობდეთ და გვიყვარდეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს
სკოლაში აბიტურიენტებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ
„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“