სიახლეები
სკოლები

თბილისის N142 საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა მისალოცი ბარათების გამოფენა-გაყიდვა გამართეს 
13-03-2023
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა გაზაფხულის პირველი დღესასწაულები ორიგინალურად, გარემოსდაცვითი აქტივობით აღნიშნა.  

ეკოკლუბის წევრებმა საკუთარი ხელით დაამზადეს ულამაზესი მისალოცი ბარათები, რომელიც ეძღვნებოდა დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებს და პირველ მარტს სკოლაში გამოფენა-გაყიდვა გამართეს.

თავმოყრილი თანხის გამოყენებას კი ეკოკლუბი გარემოს დაცვას მოახმარს - სკოლის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დარგვა იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სკოლის ბაზაზე არსებულ „მეწარმეობის კლუბთან“ თანამშრომლობით გაიმართა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობამ ხელი შეუწყო ბავშვებს შორის თანამშრომლობასა და ფინანსური წიგნიერების განვითარებას.

აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ნატა დელბაშიშვილი და ეკა ტაბატაძე, რომლებიც თანამშრომლობისთვის ხელოვნების მასწავლებელ მაია აფციაურს მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის შეუძლია აპელაციაში გადახდილი თანხა დაიბრუნოს 

როდის ბრუნდებიან ბაღის თანამშრომლები სამსახურში

2000-1000-500 ლარიან ჯილდოს გრანტით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ - დეტალები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება