მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სკოლის დირექტორი უნდა იყოს პოზიტიური კომუნიკაციის, სამართლიანი გადაწყვეტილებების, შრომისმოყვარეობის, სხვა ადამიანის და უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეების ღირსების პატივისცემის, მათი პიროვნული აღიარების მაგალითი“, - ამბობს თბილისის N177 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ გელა ოდიშელიძე.
ის სკოლაში მეგობრული, პატივისცემაზე დამყარებული გარემოს შესაქმნელად აქტიურად ზრუნავს. ამისთვის კი სხვადასხვა მიდგომას იყენებს - უპირველეს ყოვლისა კი, ცდილობს, რომ სხვებისთვის მაგალითი თავად იყოს.
გელა ოდიშელიძე etaloni.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ სასკოლო საზოგადოების წარმატებისა თუ წარუმატებლობის საფუძველი ადამიანური ურთიერთობებია და აუცილებელია, დირექტორს მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს.
„თავიდანვე უნდა ითქვას, რომ სასკოლო საზოგადოების წარმატებისა თუ წარუმატებლობის საფუძველი ადამიანური ურთიერთობებია. სკოლა არ არის საწარმო, სადაც ნივთები მზადდება, სკოლაში მიმდინარეობს ადამიანის პიროვნული განვითარების პროცესი, რომელ სივრცეშიც სოციალურ და აკადემიურ უნარებს საფუძველი ეყრება, ვითარდება და მტკიცდება.
წარმატებების მიღწევა მხოლოდ ისეთ სასკოლო საზოგადოებაშია შესაძლებელი, სადაც ურთიერთობები ადამიანის ღირსების პატივისცემასა და აღიარებაზეა დაფუძნებული. ასეთი გარემოს უზრუნველყოფა მხოლოდ ერთ ადამიანზე ვერ იქნება დამყარებული, თუმცა, სკოლის დირექტორი საუკეთესო მაგალითია. სკოლის დირექტორი უნდა იყოს პოზიტიური კომუნიკაციის, სამართლიანი გადაწყვეტილებების, შრომისმოყვარეობის, სხვა ადამიანის და უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეების ღირსების პატივისცემის, მათი პიროვნული აღიარების მაგალითი. დაუშვებელია ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, სასკოლო საზოგადოების ფავორიტ თუ აუტსაიდერ ჯგუფებად დაყოფა“,- ამბობს გელა ოდიშელიძე.
დირექტორი აღნიშნავს, რომ სკოლაში მეგობრული ატმოსფერო მაშინ ყალიბლება, როდესაც მოსწავლეები გრძნობენ, რომ მასწავლებელი მათ მხარესაა და მათი განვითარებისთვის ზრუნავს.
„მნიშვნელოვანია სკოლის დირექტორი აქტიურ კომუნიკაციაში იყოს მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან (თანამშრომლებთან) და მოსწავლეთა მშობლებთან, რაც ორმხრივი ნდობის თუ აღიარების საფუძველი უნდა გახდეს. აუცილებელია სასკოლო და საკლასო დონეზე არაფორმალური განათლების მრავალფეროვანი პროცესის მხარდაჭერა და წახალისება.
საკლასო დონეზე, მეგობრული ატმოსფეროს ჩამოყალიბება ეფექტიანად ხერხდება, როცა მოსწავლეს აქვს განცდა, რომ მასწავლებელი მისიანია, მის მხარესაა და მისთვისაა სკოლაში მოსული. ამგვარი განცდა მოსწავლეებს მაშინ ეუფლებათ, როდესაც მასწავლებელი პატივს სცემს მათ, არ ამცირებს და შეურაცხყოფს მაშინაც კი, როდესაც შეცდომა დაუშვა; ეს განცდა ეუფლებათ მაშინ, როდესაც მასწავლებელი პოზიტიური და სამართლიანია, ხელს უწყობს თვითშეფასების ამაღლებას და არ ახდენს მოსწავლეთა სეგრეგაციას რაიმე ნიშნით.
მხარდაჭერილი, აღიარებული, წახალისებული ადამიანი (არასრულწლოვანიც და სრულწლოვანიც), ხშირ შემთხვევაში, ბედნიერი და ემპათიურია; ასეთი ადამიანები ენდობიან, მეგობრობენ, თანამშრომლობენ და ეხმარებიან ერთმანეთს. მხოლოდ ასეთ სასკოლო გარემოში იბადება მაღალი აკადემიური და პროფესიული მიღწევები“,- აღნიშნავს გელა ოდიშელიძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.