მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
10 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ, ბათუმის ბულვარში დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა. მძიმეა, მისი 3 წლის ძმის მდგომარეობა, რომელთან ერთადაც იყო ბატუტზე. მას ტრავმა თავის არეში აქვს მიღებული.
ცნობისთვის, ძმები წუხელ დაშავდნენ. ბატუტი, რომელზეც ისინი თამაშობდნენ, ძლიერმა ქარმა გაიტაცა.
შემთხვევა გვიან საღამოს, 23:00 საათის შემდეგ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ბათუმის ბულვარში დამონტაჟებული ბატუტი გაიტაცა, რომელზეც ბავშვები იმყოფებოდნენ. დაშავებული მცირეწლოვანები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ