მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლის მე-7 კლასელები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან და დამრიგებელთან ერთად, ოტია იოსელიანისა და ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმებს ეწვივნენ.
მოსწავლეებმა მუზეუმებში წარადგინეს მწერლების შემოქმედება (მოკლე მონტაჟი).
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს სასიქადულო მამულიშვილების შესახებ და კიდევ ერთხელ იგრძნეს თუ რაოდენ დიდი და საამაყო პიროვნებები ყოფილან მათი რაიონის, კლასიკოსი მწერლები.
„დიდი მადლობა მუზეუმების მესვეურთ, ბატონებს: დაჩი იოსელიანსა და ნიკოლოზ ქუთათელაძეს გულთბილი საუბრისათვის...
მწერლების ნაწარმოებების კითხვისას ყველაზე უფრო ვგრძნობთ მოწოდებას ქართველი მკითხველისადმი - უყვარდეთ თავისი მიწა-წყალი, მშობლიური გარემო, რომ სამშობლოზე უკეთესი არაფერი გააჩნიათ.
მადლობა დირექციას, კლასის დამრიგებელს, მშობლებს თანადგომისათვის, მოსწავლეებს კი აქტიურობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები:
ბმული 1
ბმული 2
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
2000-1000-500 ლარიან ჯილდოს გრანტით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ - დეტალები
პედაგოგისა და დირექტორის პროფესიის რეგულირების ექვსი მიმართულება - მასწავლებლის სახლის სტრატეგიის ახალი დოკუმენტი
სკოლაში აბიტურიენტებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ
„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“