სიახლეები
სკოლები

„მზიანი გულის კაცის“ - ნოდარ დუმბაძისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო სახალვაშოს საჯარო სკოლაში
13-03-2023
-
+


ედნარ დიასამიძის სახელობის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლაში, ნოდარ დუმბაძისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო - „მზიანი გულის კაცი“, ჩატარდა.

ღონისძიება 7 მარტს, ჩატარდა და ონლაინ რეჟიმში ისრაელიდან მწერლის ქალიშვილი მანანა დუმბაძე ესწრებოდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საღამოზე დასასწრებად სკოლაში საგანგებოდ მიბრძანდნენ ორგანიზაცია „მწიგნობარის“, დამაარსებელი მანანა წულუკიძე და პოეტი ქალბატონები: ცისანა ანთაძე, გულიკო გაბაიძე  და ნანა მომცემლიძე.

სკოლის მოსწავლეებმა საოცარი ლირიზმითა და ოსტატობით განასახიერეს დიდი მწერლის ნაწარმოებების გმირები, რამაც სტუმრები ემოციით აღავსო.

ღონისძიების ბოლოს ბავშვებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ელზა მაკარაძემ და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებით მოხიბლულმა სტუმრებმა სკოლასთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. 

„ღონისძიებამ დაადასტურა, რომ დროის გასვლასთან ერთად ნოდარ დუმბაძისადმი თაობების სიყვარული არ მინელებულა, არამედ გაზრდილა, ოკეანედ ქცეულა და ამ ოკეანეს პატარა წვეთებად შეუერთდა ერთი პატარა სოფლის, პატარა სკოლის მოსწავლეების ზღვა სიყვარული“,-აღნიშნავს ღონისძიების ორგანიზატორი ნაირა აბაშიძე.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2000-1000-500 ლარიან ჯილდოს გრანტით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ - დეტალები

პედაგოგისა და დირექტორის პროფესიის რეგულირების ექვსი მიმართულება - მასწავლებლის სახლის სტრატეგიის ახალი დოკუმენტი

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება