მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საბავშვო ბაღის აღმზრდელ პატარებთან ურთიერთობისას დიდი მოთმინება სჭირდება, თუმცა ხანდახან რთულია მშვიდად აღიქვა პატარების „იუმორი“... გიამბობთ ერთ სახალისო ისტორიას, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
საბავშვო ბაღში აღმზრდელი ეხმარება გოგონას ფეხსაცმლის ჩაცმაში…
დახმარება პატარამ თავად სთხოვა – საქმე მართლაც რთული იყო: ყელიანი „ბათინკი” ეცვა, ფეხი გაიჭედა და ვეღარც წინ მიდიოდა, ვეღარც უკან…
როცა აღმზრდელმა, დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, მეორე „ბათინკიც“ ჩააცვა და შუბლზე ოფლი მოიწმინდა, პატარამ ისეთი რამ უთხრა, ქალმა ცრემლები ძლივს შეიკავა:
– არასწორად მაცვია!..
მართალაც – მარჯვენა ფეხსაცმელი მარცხენაზე იყო ჩაცმული, მარცხენა კი – მარჯვენაზე…
„ბათინკის“ გახდა ჩაცმაზე უარესი იყო…
აღმზრდელი თავს ძლივს იკავებდა, როცა მარჯვენა ფეხსაცმელს ახლა უკვე მარჯვენა ფეხზე აცმევდა.
და უცბად გოგონა აცხადებს:
– ეს ჩემი ფეხსაცმელი არ არის!
აღმზრდელმა სიმწრისგან ენაზე იკბინა, რათა ბავშვისთვის არ ეყვირა: „ადრე რატომ არ მითხარი?!“... ისევ ჩუმად შეუდგა „საშინელი ფეხსაცმლის“ გახდას. ბოლოს კი, ბავშვმა უთხრა:
– ჩემი დის „ბათინკებია“. დაუპატარავდა და დედიკომ მე ჩამაცვა.
აღმზრდელს უკვე ვეღარ გაეგო, ეცინა თუ ეტირა. უკანასკნელი ძალა და ნებისყოფა მოიკრიბა, ტანჯვა-წვალებით კვლავ ჩააცვა ფეხსაცმელი და ჰკითხა:
– შენი ხელთათმანები სადღაა?
– ბათინკებში ჩავტენე…
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს