სიახლეები
სკოლები

„რა არის ბედნიერება?“- კერძო სკოლა „ანაბასისის“ l კლასის მოსწავლეთა საინტერესო კომპოზიცია
13-03-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ ყოველთვის გამორჩეული, საინტერესო და განსაკუთრებული აქტივობები იმართება. 

ამჯერადაც, l კლასში სწორედ ასეთი კომპოზიცია - „რა არის ბედნიერება?“, მოეწყო. მოსწავლეები ეცადნენ, რომ ამ კითხვაზე პასუხი ეპოვათ. მათ მრავალფეროვანი ნომრები შეასრულეს - იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და შესაძლებლობები კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს. 

ღონისძიება კლასის დამრიგებლის - მარიამ ჭულუხაძის ხელმძღვანელობით, სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა. საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა მართლაც, რომ შესანიშნავი კომპოზიცია წარადგინეს, რითაც ყველას მოწონება დაიმსახურეს.

„გაზაფხული ყველაზე მშვენიერი წელიწადის დროა. ქვეყნად არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც ეს სეზონი არ უყვარს. სწორედ ამიტომ ზეიმობენ ამ დროს დედის დღეს და ქალთა დღეს. თუ კარგად ჩაუკვირდებით, ნათლად დაინახავთ, მხოლოდ გაზაფხულის დღეებს შეუძლიათ მთელი წელი გამყოფოთ ბედნიერებითა და სიყვარულით აღსავსე. რა არის ბედნიერება? ამ რთულ კითხვაზე პასუხი l კლასის მოსწავლეებმა იპოვეს ფერიებთან, ჩიტებთან, პეპლებთან, ქართან, ნაკადულთან, ბრძენთან, მოხუცთან, ბიჭთან გასაუბრებით... 

ბედნიერებაა მშვიდობა, ბედნიერებაა დედის ლოცვის მადლი სულ თან რომ გდევს და გაძლიერებს, ყვავილებია ბედნიერება, რომლებიც გაზაფხულის მობრძანებას გვახარებენ. ჩვენმა პატარებმა  საოცარი მონდომებითა და გულმოდგინებით  შესრულებული მხატვრული ნომრებით, ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებით თუ ინსცენირებით მიგვანიშნეს, რომ რაღაც დიდის მოლოდინში არ უნდა გამოგვრჩეს ის ბედნიერება, რომელსაც ყოველდღიურობა გვთავაზობს.

ბედნიერება შეიძლება ყველაზე ელემენტარულმა და ძალიან უმნიშვნელო შემთხვევამაც კი მოგვანიჭოს, უბრალოდ პოზიტიურად განვეწყოთ და მზად ვიყოთ ამის მისაღებად. გაზაფხულის მობრძანებას გილოცავთ, იებითა და ენძელდბით მოფენილი ყოფილიყოს თქვენი სავალი გზები. თქვენ თქვენს დედიკოებს, მასწავლებლებს ბედნიერება გვაჩუქეთ! მადლობა ამისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2000-1000-500 ლარიან ჯილდოს გრანტით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ - დეტალები

პედაგოგისა და დირექტორის პროფესიის რეგულირების ექვსი მიმართულება - მასწავლებლის სახლის სტრატეგიის ახალი დოკუმენტი

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება