სიახლეები
სკოლები

„ოცდამესამელები გარემოს დაცვისთვის“- თბილისის N23 სკოლის საბუნებისმეტყველო კლუბი ახალ პროექტს ახორციელებს
13-03-2023
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში საკლუბო მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. 
 
ამჯერად, მუშაობა საბუნებისმეტყველო კლუბმა - „STEM ოცდამესამელები“, განაახლა, რის ფარგლებშიც, მეშვიდე და მერვე კლასის წევრმა მოსწავლეებმა ახალი პროექტის „ოცდამესამელები გარემოს დაცვისთვის“ განხორციელება დაიწყეს. 

აღნიშნული პროექტის მიზანია:

1.მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით (გარემოს დაბინძურება ნარჩენებით,ნარჩენების მართვა,რეციკლირება და მისი მნიშვნელობა);
2.მოსეავლეთა როლის გააზრება,გარემოს დაცვასთან მიმართებით;
3.პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება;

პროექტის სამიზნე ჯგუფი როგორც კლუბის წევრები, ისე სასკოლო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციაა. 

პროექტი თავისი შინაარსით და აქტივობებით მდგრადი განვითარების შემდეგ მიზნებს უკავშირდება:

  • მიზანი 4 - ხარისხიანი განათლება;
  • მიზანი 9 - მრეწველობა,ინოვაცია და ინფრასტრუქტურა;
  • მიზანი 12 - მდგრადი მოხმარების წარმოება;
  • მიზანი 17 პარტნიორობა მიზნების მისაღწევად.
პროექტის პირველ და მეორე შეხვედრაზე, კლუბის წევრებმა დაგეგმეს განსახორციელებელი აქტივობები და შეისწავლეს ის პრობლემები, რომელთა წინაშეც მსოფლიო, გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით, დგას.

პრობლემის განსაზღვრის და შესწავლის ეტაპზე, კლუბის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს სხვადასხვა საკითხებზე მომზადებული პრეზენტაციები.

კლუბის წევრები, სკოლის საზოგადოებასთან ერთად, შემდეგ ეტაპს განახორციელებს, რომელიც აქტიურ ჩართულობასა და დაინტერესებას მოიცავს. 

ხელმძღვანელები მარიამ ჩხეტიანი და ინგა შავაძე არიან. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2000-1000-500 ლარიან ჯილდოს გრანტით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ - დეტალები

პედაგოგისა და დირექტორის პროფესიის რეგულირების ექვსი მიმართულება - მასწავლებლის სახლის სტრატეგიის ახალი დოკუმენტი

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება