სიახლეები
სიახლეები

წამყვანი და მენტორი სპეცმასწავლებლის სტატუსის მისაღებად  პედაგოგებმა პორტფოლიოსთან ერთად კომპლექსური შეფასება უნდა გაიარონ 
13-03-2023
-
+


„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც სპეციალური მასწავლებლებისთვის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული სავალდებულო აქტივობი განისაზღვრა. 

უფრო დეტალურად, სპეციალური მასწავლებელი, სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმაზე დაყრდნობით, სასწავლო გარემოსთან, სასწავლო პროცესსა და სწავლებასთან მიმართებით, აფასებს საკუთარ პროფესიულ საქმიანობას და სემესტრის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებს. 

 სპეციალური მასწავლებელი თანამშრომლობს კოლეგებსა და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან, სასკოლო კულტურის განვითარებისა და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად

წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც მოიცავს:

ა) სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, რაც გულისხმობს ტესტირებაში სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მინისტრის ბრძანებით დადგენილი შესაბამისი ზღვრის გადალახვას;

ბ) სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი პირველი დონის დადებითად შეფასებას.

1​2. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა  (პორტფოლიო) ფასდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად საჭირო კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ელექტრონულ სისტემაში არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.

1​3. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის  (პორტფოლიოს) შეფასებას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, უფროსი სპეციალური მასწავლებლის მიერ ამ მუხლის 1​1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.

1​4. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით.

1​5. ამ მუხლის 1​1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ ზღვარს.“;

მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელსაც წარმატებით აქვს ჩაბარებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და დადებითად აქვს შეფასებული სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო).

მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მისაღებად:

ა) უფროსი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:

ა.ა) სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, რაც გულისხმობს ტესტირებაში სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მინისტრის ბრძანებით დადგენილი შესაბამისი ზღვრის გადალახვას;

ა.ბ) სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი მეორე დონის დადებითად შეფასებას;

ბ) წამყვანი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, რაც გულისხმობს ტესტირებაში სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მინისტრის ბრძანებით დადგენილი შესაბამისი ზღვრის გადალახვას;

ბ.ბ) სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი მეორე დონის დადებითად შეფასებას.

სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების შესახებ წინადადების წარდგენა

1. უფროსი/წამყვანი სპეციალური მასწავლებლის მიერ სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი წინადადებით მიმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების მიზნით, რომლის საფუძველზეც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წინადადების მიღების მიმდინარე ან მომდევნო სემესტრის განმავლობაში ახორციელებს სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიო) შეფასებას.

2. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასებას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული არანაკლებ 2 პირისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების შედეგებს, დასკვნის სახით, შეფასებიდან ორი კვირის ვადაში, ელექტრონულად ან მატერიალურად წერილობითი ფორმით წარადგენენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. ინფორმაცია მიღებული შედეგის შესახებ სპეციალურ მასწავლებელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აესახება ელექტრონულ სისტემაში.

4. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების შედეგების შესახებ დასკვნის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების მიზნით, წარადგენს თითოეული ზოგადასაგანამანათლებლო დაწესებულების დირექტორი, რომელშიც ის ასწავლის.

6. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალურ მასწავლებელს, პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების მიზნით, არ წარადგენს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ასწავლის, სპეციალურ მასწავლებელს უფლება აქვს, ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ქმედების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, აღნიშნული ფაქტის დადგომიდან ერთი თვის ვადაში.

7. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და განხილვის წესი განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.


მასწავლებელთა სქემაში ცვლილება შევიდა - პრაქტიკული საქმიანობა პორტფოლიოთი შეფასდება


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

ვინ არ დაისვენებს უქმე დღეებში

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა - დეტალებზე დედა საუბრობს

ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა 

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

საინტერესო

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სიახლეები
საზოგადოება