მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„საჯარო სკოლის შენობა და შესაბამისი მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა და სკოლას გადაეცემა უვადო და უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, - ასეთია განმარტება ოფიციალურ დოკუმენტში.
რას ნიშნავს უზუფრუქტის ხელშეკრულება?
უზუფრუქტი ნიშნავს სხვისი ქონებით სარგებლობის უფლებას იმ პირობით, თუ ამ ქონებას არაფერი დააკლდება. ამ ტიპის ხელშეკრულების თანახმად, სკოლის შენობა და მიწის ფართობი გადაეცემა პირს, რომელიც მას განკარგავს. მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არ აქვს ქონების გასხვისების, დაგირავების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება. თუ დირექტორი სკოლის შენობაში არსებული სივრცის გაქირავებას გადაწყვეტს, აუცილებელია მესაკუთრის (სახელმწიფოს) თანხმობა.
აღნიშნულ საკითხზე ზოგადი განათლების შესახებ კანონშიცაა განმარტებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ.
„საჯარო სკოლა მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით