სიახლეები
სკოლები

ქობულეთის N5 სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები კუთვნილი ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ
14-03-2023
-
+


ქობულეთის N5 საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა წარმატება სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა. 

მათ შორის არიან, 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები -  მანონი ჯაფარიძე, ანანო ლეჟავა, მარიამ გაზაშვილი და თინათინ სტამბოლიშვილი, რომლებიც კუთვნილი ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ. 

კურსდამთავრებულებს აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი სერტიფიკატი და მედლები, სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან გადაეცათ. 

სკოლაში კურსდამთავრებულებს მიღწეულს კიდევ ერთხელ ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ქობულეთის მეხუთე საჯარო სკოლა ულოცავს 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - მანონი ჯაფარიძეს, ანანო ლეჟავას, მარიამ გაზაშვილს, თინათინ სტამბოლიშვილს ოქროს მედლით დაჯილდოვებას“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2000-1000-500 ლარიან ჯილდოს გრანტით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ - დეტალები

პედაგოგისა და დირექტორის პროფესიის რეგულირების ექვსი მიმართულება - მასწავლებლის სახლის სტრატეგიის ახალი დოკუმენტი

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება