მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
17 მარტს, 15:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება (მისამართი: ელიზბარ მინდელის 9).
ცენტრის წარმომადგენლები, მათ შორის, საგნობრივი ექსპერტები გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან როგორც რეგისტრაციასთან, ასევე გამოცდების წინამოსამზადებელ პერიოდთან დაკავშირებით. აბიტურიენტები მიიღებენ ამომწურავ პასუხებს მათთვის საინტერესო კითხვებზე. იმ გამოსაცდელებს კი, რომლებიც გამოცდებზე ჯერ კიდევ არ დარეგისტრირებულან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაძლებლობას მისცემს, ჩაერთონ რეგისტრაციის იმიტირებულ პროცესში, რათა სრულყოფილი წარმოდგენა შეექმნათ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე.
ცენტრის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს რეგულარულად მართავენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ღია კარის დღეები მომავალშიც გაგრძელდება. უახლოეს მომავალში აგრეთვე დაგეგმილია ღია კარის დღის ონლაინ რეჟიმში ჩატარება, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 2 მარტს, 10:00 საათზე დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ