სიახლეები
სიახლეები

1,4,7,10 კრედიტქულაზე გამოცდაჩაბარებული მასწავლებლები სტატუსს ტრენინგკურსების გავლით მიიღებენ - ვის ეხება ცვლილება კარიერული წინსვლის სქემაში
16-03-2023
-
+


მასწავლებლებისთვის კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა, სადაც ასევე საუბარი ეხება არაქრთულენოვანი სკოლების პრაქტიკოს მასწავლებლებს - მათ 2023 სასწავლო წლის ბოლომდე შეეძლებათ უფროსის სტატუსის მიღება.

7 მთავარი ცვლილება სქემაში - პუნქტობრივი განმარტებები მასწავლებლის სახლისგან

როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული: 2023 წლამდე არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი (გარდა ეთნიკური უმცირესობის ენების აზერბაიჯანული და სომხური ენების მასწავლებლისა) უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე დაადასტურეს ან დადასტურებული აქვთ საგნობრივი კომპეტენცია და პროფესიული კომპეტენცია 10-10 კრედიტქულაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ორივე გამოცდის (როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული კომპეტენციის) ნაწილობრივი დადასტურებისა (1, 4, 7 კრედიტქულა) და სხვა აქტივობების საფუძველზე დაგროვებული აქვს 14 კრედიტქულა, უფლება ექნება, დარჩენილი კრედიტქულები შეივსოს ტრენინგით/ტრენინგებით და დააგროვოს 19 კრედიტქულა;

მასწავლებელთა სქემაში ცვლილება შევიდა - პრაქტიკული საქმიანობა პორტფოლიოთი შეფასდება

გაივლის (ან გავლილი აქვს) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ქართული ენის კურსს ან წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს და ნაწილობრივ დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას (1, 4, 7 ან 10 კრედიტქულაზე). მას უფლება მიეცემა, გაიაროს პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგკურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ავარიული კორპუსის ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა და დაიღუპა - შემთხვევა ავჭალაში მოხდა

როგორ უნდა ნახოთ მოსწავლის ჯამური შეფასების რეპორტი - დეტალური ინსტრუქცია

3 მიზეზი, როცა აპლიკანტებს თანხას სრულად დაუბრუნებს გამოცდების ეროვნული ცენტრი

პიროვნება

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასთან თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება“

სკოლები

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება