სიახლეები
სკოლები

მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები რესპუბლიკურ კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ
15-03-2023
-
+


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს, მათი ცოდნის, ნიჭისა და უნარების წარმოჩენის მიზნით, სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში რთავენ, რაც მოზარდების მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

11 მარტს, მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მაქი გახარია (VIII კლ.) და ანანო პაპავა (X კლ.) პედაგოგების - მაია მებონიასა და სოფიო სორდიას ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა II რესპუბლიკურ კონფერენციაში - „ხალხური მედიცინა-ქართული კულტურის საგანძური“ მონაწილეობდნენ. 

კონფერენცია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ და თსსუ-ს მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმმა ერთობლივად ჩაატარეს. 

კონფერენციის მიზანი გახლდათ ქვეყნის მასშტაბით ეთნოგრაფიული, ფოლკლორული და მატერიალური მასალების მოძიება, შეკრება და წარმოჩენა.

მოსწავლეები წარმატებით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე, ბოლოს კი დაჯილდოვდნენ სპეციალური დიპლომებით. ბავშვებმა ასევე დაათვალიერეს ხალხური მედიცინის მუზეუმი და აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2000-1000-500 ლარიან ჯილდოს გრანტით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ - დეტალები

პედაგოგისა და დირექტორის პროფესიის რეგულირების ექვსი მიმართულება - მასწავლებლის სახლის სტრატეგიის ახალი დოკუმენტი

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება