სიახლეები
სკოლები

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში მოსწავლეთა ხელნაწერმა „ვეფხისტყაოსანმა“ დაიდო ბინა
15-03-2023
-
+


დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებითა და მოტივაციითა გამორჩევიან, ამაზე კი პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც მოზარდებს საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებს, აქტივობებსა თუ პროექტებს სთავაზობენ. 

ამჯერად კი, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, „ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში“, არაჩვეულებრივ პროექტზე - „მით ვისწავლებით მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“ იმუშავეს. მათ ვეფხისტყაოსნის ხელნაწერი შექმნეს - თითოეული სტროფი გადაწერეს. შემდეგ კი მოსწავლეებმა ილუსტრაციები მოამზადეს. საბოლოოდ, მათი ნაშრომი წიგნად აიკინძა და ბინა სკოლის ბიბლიოთეკაში დაიდო. გარდა ამისა, მოსწავლეებმა პოემბის შესახებ წერილობითი წყაროები დაამუშავეს.

აღნიშნული პროექტის მიზანია მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსიური აზროვნების უნარი; შეიყვარონ კითხვა, როგორც სიტყვის ხელოვნება, გამოუმუშავდეთ კალიგრაფიული კულტურა და პრეზენტაციის უნარი.

„წიგნზე მუშაობის პროცესი მოსწავლეებისთვის უდაოდ შემოქმედებითი და საინტერესო იყო. პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის გვინდა მადლობა გადაუხადოთ ეკა ფილფანს, მანანა კვიციანს და ნანა კილაძეს, მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:





კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2000-1000-500 ლარიან ჯილდოს გრანტით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ - დეტალები

პედაგოგისა და დირექტორის პროფესიის რეგულირების ექვსი მიმართულება - მასწავლებლის სახლის სტრატეგიის ახალი დოკუმენტი

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება