სიახლეები
სკოლები

გვიშტიბის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა სასკოლო საზოგადოებას წარმატებულ ქართველ მეცნიერ ქალთა ისტორიები გააცნო
16-03-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისა და თვალსაწიერის გაფართოების მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოზარდების მოტივაციაზე დადებითად აისახება. სკოლაში აქტიურად აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებს. 

10 თებერვალს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის საჯარო სკოლაში მეცნიერ ქალთა საერთაშორისი დღე აღინიშნა. 

სამოქალაქო განათლების კლუბმა -„მომავლის თაობა“ პრეზენტაციები მოაწყო. საგანმანათლებლო ღონისძიებაში მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დამსწრე აუდიტორია გაეცნო წარმატებულ ქართველ მეცნიერ ქალთა ისტორიებს. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე აღნიშნეს, რომ სამყაროს გლობალური ცვლილებების უკან დგანან ძლიერი მეცნიერი ქალები და დამსწრე საზოგადოებას მათი სახელები გააცნეს. 

ღონისძიება სამოქალაქო განათლების მასწავლებლის შორენა ქორიძის ორგანიზებით გაიმართა. 

სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელი კი თაკო (თინათინ) ჭოლოკავა გახლავთ.

მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე 11 თებერვალს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2000-1000-500 ლარიან ჯილდოს გრანტით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ - დეტალები

პედაგოგისა და დირექტორის პროფესიის რეგულირების ექვსი მიმართულება - მასწავლებლის სახლის სტრატეგიის ახალი დოკუმენტი

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება