სიახლეები
სიახლეები

ვის ეხება დამატებითი ტრენინგები - დეტალები
16-03-2023
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე სოფიო აბულაშვილმა ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სხდომაზე პროექტის სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს და უწყებებთან თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

შეხვედრაში ევროპის საბჭოს ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის, საქართველოს გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზენაესი სასამართლოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან, ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და არადისკრიმინაციული მიდგომების შესახებ პროექტებისა და კამპანიების ფარგლებში.  

ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ სპეციალურად საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისთვის შექმნილი ადამიანის უფლებათა სწავლების პროგრამით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მრავალეტაპიანი ტრენერთა ტრენინგი გაიარეს.

2019 წლიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური  აქტიურად არის ჩართული კამპანიაში „მე ვირჩევ თანასწორობას“, რომლის ფარგლებშიც, სკოლებში, ყოველწლიურად, ასობით საინფორმაციო-შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება