მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებების მიხედვით, უკვე ცნობილია, რომ წამყვანობისა და მენტორობის მსურველი, გამოცდაჩაბარებული პედაგოგები პრაქტიკული საქმიანობით - პორტფოლიოთი შეფასდებიან; თუმცა აქვე საინტერესოა, როგორ მოხდება იმ პედაგოგთა პორტფოლიოების შეფასება, რომლებიც ორ ან მეტ სკოლაში არიან დასაქმებულები?
ამის შესახებ სქემაში განმარტებულია, რომ მის პორტფოლიოს წარადგენს სკოლის დირექტორი შესაფასებლად.
„იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების მიზნით არ წარადგენს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ასწავლის, მასწავლებელს უფლება აქვს, ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ქმედების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, აღნიშნული ფაქტის დადგომიდან ერთი თვის ვადაში“.რაც შეეხება საპრეტენზიო განაცხადს, დოკუმენტის თანახმად, მისი ფორმა და განხილვის წესი განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„მადლობა ყოველი უძილო ღამისთვის და უპირობო მარადიული სიყვარულისთვის“