სიახლეები
სიახლეები

4 დონე, რითაც საბავშვო ბაღებს შეაფასებენ - დეტალური ინფორმაცია
17-03-2023
-
+


სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები ამჟამად ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირდებიან, რათა შემდეგ შეძლონ ავტორიზაციის გავლა.

იმის ფონზე, რომ ავტორიზაციის გავლის დროებითი წესი მთავრობამ უკვე დაამტკიცა, ალბათ საბავშვო ბაღებისთვის ინტერესს მოკლებული არ იქნება იმის გაგება, რომ მათი მუშაობა 4-დონიანი სკალით შეფასდება.

დოკუმენტის თანახმად, „დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება ოთხდონიანი სკალის საშუალებით: „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ და „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.

შესაბამისობაშია სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან - თუ დაწესებულებაში/დაწესებულების სტატუსის მაძიებელში არსებული რესურსები, დამკვიდრებული პრაქტიკა/სისტემა და მიღწეული შედეგები (ახალი დაწესებულების შემთხვევაში – მიღწევადი მოსალოდნელი შედეგები) სრულად უზრუნველყოფს სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მიღწეული დონის შენარჩუნებას და შემდგომ განვითარებას. ამასთან, შესაძლო მცირედი გამოწვევები გავლენას არ ახდენს მისი საქმიანობის ხარისხზე;

მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან - თუ დაწესებულებას /დაწესებულების სტატუსის მაძიებელს გააჩნია უფრო მეტი ძლიერი, ვიდრე სუსტი მხარე, რომელიც მნიშვნელოვნად არ აუარესებს მისი საქმიანობის ხარისხს. დაწესებულებაში/დაწესებულების სტატუსის მაძიებელში არსებული რესურსები და დამკვიდრებული პრაქტიკა/სისტემა მეტწილად უზრუნველყოფს კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მას შეუძლია შესაბამისი შედეგების დემონსტრირება. დაწესებულებას/დაწესებულების სტატუსის მაძიებელს, სუსტი მხარე(ებ)ის დასაძლევად, მოკლევადიან პერიოდში (არა უმეტეს 12 თვისა), დასაძლევად აქვს მზაობა და რესურსებით უზრუნველყოფილი, სტანდარტებთან შესაბამისობის გეგმა;

ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან - თუ იგი  მეტწილად ვერ აკმაყოფილებს კომპონენტის მოთხოვნებს და  აქვს ისეთი სუსტი მხარე(ებ)ი, რომელთა დასაძლევადაც საჭიროა მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება, თუმცა დაწესებულებას/დაწესებულების სტატუსის მაძიებელს აქვს მზაობა და განსაზღვრულ პერიოდში (არა უმეტეს 24 თვისა) სუსტი მხარე(ებ)ის დასაძლევად რესურსებით უზრუნველყოფილი სტანდარტებთან შესაბამისობის გეგმა.

არ არის შესაბამისობაში სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან - თუ არსებული რესურსებითა ან/და პრაქტიკით ვერ უზრუნველყოფს მინიმუმ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დონეზე სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის სუსტი მხარე(ებ)ი საფრთხეს უქმნის მისი საქმიანობის ხარისხს და ვერ უზრუნველყოფს მის განვითარებას, მათ შორის, არ აქვს არც რესურსები ამ სუსტი მხარეების გამოსასწორებლად.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება