სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

პროფესიონალი მასწავლებლის 5 მიზანი
25-03-2023
-
+


სწავლება ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია სამყაროში. მასწავლებლის როლი კი, განათლებული საზოგადოების ფორმირებაში განსაკუთრებულია. სკოლაში შესვლის დღიდან, ბავშვები პედაგოგის გავლენის ქვეშ ექცევიან, თუმცა აუცილებელია მათ გავლენას სწორი კურსი ჰქონდეს, ამისთვის კი - მასწავლებელი თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს და მის მთავარ მიზანს, მოსწავლეების სწორად აღზრდა და ინტელექტუალური თაობის ჩამოყალიბება წარმოადგენდეს. 

და მაინც, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებელი? - etaloni.ge პედაგოგის 5 მთავარ მიზანს გთავაზობთ: 

  • ღია სწავლებისა და განვითარებისთვის.
დიდი მასწავლებლები, ყოველთვის ისწრაფვიან სრულყოფილებისკენ, არ უშინდებიან სიახლეებს, დაბრკოლებებს და მუდმივად ფიქრობენ პრაქტიკული უნარების გაუმჯობესების გზებზე. ეძებენ ახალ მიდგომებსა და მეთოდებს მოსწავლეებთან ურთიერთობისა და სასარგებლო გამოცდილების გაზიარებისთვის.

  •  მოსწავლეთა პატივისცემის მოპოვება.

კარგ მასწავლებელს პატივს სცემენ. პედაგოგის მოსწავლეებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ჯანსაღი კომუნიკაცია პატივისცემაზეა დამყარებული. სწავლებისას მეგობრული და საქმიანი ურთიერთობის თავსებადობა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბალანსის დაჭერა მოსწავლეებთან ურთიერთობისას საკმაოდ რთულია, მაგრამ საჭირო.

სწავლება მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გადაცემით არ შემოიფარგლება, ის მოსწავლის, როგორც ადამიანის აღზრდის პროცესია. რა თქმა უნდა, კარგი სწავლება გულისხმობს მოსწავლეებთან კარგ ურთიერთობას, რომელიც დაფუძნებულია პატივისცემაზე, ნდობაზე და სამართლიანობაზე, თუმცა რასაკვირველია, ასეთი სასწავლო გარემოს შექმნა არ არის მარტივი, რიგი პრობლემების გამო, რომლებიც ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებაში ხშირად იჩენს თავს… მასწავლებლობა რთული პროფესიაა, მაგრამ ხშირად, პედაგოგები სწორედ ამ გამოცდილების მეშვეობით პოულობენ გზას თავიანთ მოსწავლეებთან პროფესიონალური ურთიერთობისთვის.

  • საგნობრივი ცოდნა და პროფესიის სიყვარული 

ადამიანები, რომლებიც თავის პროფესიად მასწავლებლობას ირჩევენ, შთაგონებულნი და გატაცებულნი არიან იმ საგნით, რომელიც მაღალ დონეზე იციან და და ამ ცოდნის გაზიარების სურვილი აქვთ. მაშინ, როცა მასწავლებელი საგანს მთელი ენთუზიაზმით ასწავლის და ამას მოვალეობის მოხდის მიზნით არ აკეთებს, ეს შედეგის მისაღწევად, წინ  გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია. საქმისადმი სიყვარული, ყველა პროფესიის ადამიანს ხდის პროფესიონალს. 

  • შთამაგონებელი კითხვები 

დიდ მასწავლებელს აქვს უნარი შთააგონოს მოსწავლეები მეტი კითხვის დასმისკენ. ალბათ არ არის უცნობი ფაქტი, რომ მოსწავლეები თითქოს გაურბიან კითხვების დასმას, ეს სხვადსხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ნებისმიერი მასალა საფუძვლიანად ისწავლოს, ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო, რაც უფრო მეტ კითხვას სვამს, მით მეტ ცოდნას იღებს. 

კარგი გაკვეთილი დასრულდება იმით, რომ მოსწავლეებმა, რაღაც ახალი ისწავლეს, მაგრამ შესანიშნავი გაკვეთილი დასრულდება იმით, რომ მოსწავლეები უკმაყოფილონი იქნებიან თავიანთი ცოდნით და ექნებათ სურვილი მეტ კითხვაზე მიიღონ პასუხი.

  • განათლების უფრო ფართო მიზნების გააზრება

ყველაზე ადრეული სასწავლო გეგმის დოკუმენტი იყო ორსიტყვიანი წარწერა დელფოში, აპოლონის ტაძარზე, სადაც ეწერა - „იცოდე შენი თავი“. საკუთარი თავის შეცნობა, საკუთარი ცხოვრების სისტემურად და ფუნდამენტურად შესწავლა - განათლების ყველაზე საფუძვლიანი შედეგია. 

დაეხმაროს ახალგაზრდებს საკუთარი თავისა და ძალაუფლების შეცნობაში - პროფესიონალი მასწავლებლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს.





კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

არ მოითხოვს ფულს, არამედ მხოლოდ სურვილსა და შემოქმედებით მიდგომას 

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება