სიახლეები
სკოლები

წერეთლის საჯარო სკოლის მე-3 კლასში ჯანსაღი კვების მნიშვნელობას ღონისძიება მიეძღვნა
17-03-2023
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის საჯარო სკოლაში, ეკოკლუბ „ბუკნაჭოში“ მესამეკლასელ მოსწავლეებთან, ჯანსაღი კვების პოპულარიზაციის მიზნით, ღონისძიება ჩატარდა. 

ის ეკოკლუბის მეურვემ, დაწყებითი კლასების მასწავლებელმა - ლელა ჯაბანაშვილმა გამართა. მის მიმდინარეობაში მოსწვლეები ინტერესით ჩაერთნენ, ისინი შესაბამის ინფორმაცია გაეცნენ და შემდეგ, ფოტომასალის გამოყენებით, ბალანსირებული კვების პირამიდა ააწყვეს. 

ღონისძიების ფარგლებში:

  • მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია სწორ კვებასთან დაკავშირებით;
  • იმსჯელეს, თუ რამდენად ჯანმრთელად იკვებებოდნენ;
  • გაეცნენ სასმელი წყლის მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისათვის;
  • ისაუბრეს სწრაფი კვების მავნე ფაქტორებზე;
  • გაეცნენ კვების პირამიდას.
გარდა ამისა, მათ შემეცნებით ვიდეორგოლებს უყურეს, ისაუბრეს სწრაფი კვების მავნე ფაქტორებზე, სასმელი წყლის მნიშვნელობაზე. აგრეთვე, მოზარდებმა ჩამოთვალეს საკუთარი კვების ყოველდღიური რაციონი, დაასახელეს მასში ჯანსაღი და არაჯანსაღი პროდუქტი, იმსჯელეს, შეუძლიათ თუ არა უარი თქვან არაჯანსაღ საკვებზე, აგრეთვე ტკბილ, გაზიან, ენერგეტიკულ სასმელებზე. დახატეს და წარმოადგინეს პოსტერები და გააკეთეს დასკვნები, რომ სწორი კვება ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია. 

ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება