სიახლეები
სკოლები

თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
17-03-2023
-
+


ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს გამორჩეული და საინტერესო აქტივობები ეძღვნება. 

გაიმართა „ოკუპაციის კვირეული“, რომლის ფარგლებშიც პედაგოგებმა მოსწავლეებთან 1921 წლის თებერვლის ოკუპაციასთან და ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. მოეწყო არქივიდან სურათების გამოფენაც.

გარდა ამისა, მოსწავლეები პარლამენტს ესტუმრნენ, სადაც იუნკრების მემორიალი, 1921 წლის მუზეუმი მოინახულეს.

ჩატარდა დასკვნითი კონფერენციაც, მოსწავლეებმა გაიხსენეს ის გმირები, რომლებმაც სამშობლოს ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას თავი შესწირეს. ბოლოს კი, ტაბახმელა-კოჯრის მისადგომებთან იუნკრების მემორიალი გვირგვინით შემოსეს, სანთლები დაანთეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება