მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა თბილისში რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე ჩაატარა, სადაც მათემატიკის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაზა თევდორაძემ, ყველა ის დეტალი განმარტა, რომელიც აპლიკანტებს კონკრეტული საგნის ჩაბარებისას გამოადგებათ.
სპეციალისტის განმარტებით, არსებითი ცვლილება არ შესულა, თუმცა მათემატიკის ტესტს 4 ღია დავალება მოაკლდა:
„პროგრამა არაა შეცვლილი, ჯამური ქულაც იგივეა, ბარიერი კვლავ 11 ქულაა; გადათამაშდა ქულები: 4 ღია დავალება მოვაკელით“;
ცნობილია, რომ 2023 წელს მათემატიკის ტესტი შედგენილი იქნება 41 დავალებისაგან. ტესტში გაიზარდა არჩევითპასუხიანი დავალებების წილი, კერძოდ მოცემული იქნება 37 არჩევითპასუხიანი დავალება. ასევე იქნება 4 ღია, წერითი დავალება. ღია დავალებები იქნება სამქულიანი (2 დავალება) და ოთხქულიანი (2 დავალება). შესაბამისად, ღია დავალებების მაქსიმალური ჯამური ქულა იქნება 14. ტესტის მაქსიმალური ქულა იგივე დარჩება (51).
ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო კვლავ 3 საათია.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.
თევდორაძემ ასევე განმარტა, თუ რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად აბიტურიენტები მათემატიკის საგნის გამოცდისას:
„გავრელებული შეცდომა - აკურატულად არ წერენ, არადა, წაკითხვას უნდა ექვემდებარებოდეს ნაშრომი; მკაფიოდ უნდა ჩანდეს ამოხსნის გზა; ასევე ხშირად წერენ პასუხებს არასწორ ადგილზე; გასწორების სისტემა ისეა, რომ 1 გამსწორებელი ასწორებს 1 დავალებას“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ