სიახლეები
სკოლები

ბათუმის N13 საჯარო სკოლის მათემატიკის კლუბის წევრებმა π რიცხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
20-03-2023
-
+


ბათუმის N13 საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკის სიყვარულით გამოირჩევიან, შესაბამისად, არაერთი აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სკოლის მათემატიკის კლუბის წევრებმა მორიგი შეკრება ჩაატარეს, მათ π რიცხვის საერთაშორისო დღე (International π Day) აღნიშნეს.

მათემატიკის მასწავლებლები - ლეილა გუჯაბიძე და ნატო ჩხარტიშვილი მოსწავლეებს აღნიშნული თარიღისა და „პის “ შესახებ ესაუბრნენ. შედეგად, მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
 
„პირველად ეს დღე 1988 წელს სამეცნიერო მუზეუმ Exploratorium-ში, სან-ფრანცისკოში აღინიშნა, იგი ფიზიკოსმა ლარი შოუმ დააარსა, რომელმაც განაცხადა, რომ თარიღის ამერიკულ სისტემაში (თარიღი/თვე) 14 მარტი რიცხვ პის პირველ ციფრებს ემთხვევა π = 3,14…
ამ უცნაურ რიცხვს ჩვენ უკვე სკოლის დაწყებით კლასებში ვხვდებით, როდესაც სწავლებაში წრე და წრეწირი შემოდის. პი ირაციონალური რიცხვია, იგი დაახლოებით 3.14159…-ს უდრის და წრეწირის სიგრძის მის დიამეტრთან შეფარდების ტოლია.
როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, ეს რიცხვი ბაბილონელმა ჯადოქრებმა აღმოაჩინეს. იგი ცნობილი ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას გამოიყენებოდა. თუმცა, პის მნიშვნელობის არაზუსტმა განსაზღვრებამ ბაბილონის გოდოლის ნგრევა გამოიწვია. აგრეთვე მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს რიცხვი იყო ლეგენდარული მეფე სოლომონის აკლდამის მშენებლობის მათემატიკური კონსტანტა.
აგრეთვე აღსანიშნია, რომ სწორედ ეს რიცხვი, შემთხვევით თუ გამიზნულად ემთხვევა ცნობილი ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის დაბადების თარიღს“,- აღნიშნავენ მასწავლებლები. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2000-1000-500 ლარიან ჯილდოს გრანტით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ - დეტალები

პედაგოგისა და დირექტორის პროფესიის რეგულირების ექვსი მიმართულება - მასწავლებლის სახლის სტრატეგიის ახალი დოკუმენტი

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება