სიახლეები
სიახლეები

5 მთავარი კითხვა, რომელსაც კომისიის წევრები დირექტორობის მსურველებს გასაუბრებაზე უსვამენ
20-03-2023
-
+


საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის სერტიფიცირების მეორე ეტაპი - გასაუბერა დღეიდან დაიწყო და 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. აპლიკანტებისთვის განრიგი სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა, ამასთან ცნობილია ისიც რომ გასაუბრებას 755 აპლიკანტი გაივლის. 

სერტიფიცირების პირველი ეტაპისგან განსხვავებით, რომელიც ტესტირებას მოიცავდა, ახლა აპლიკანტები განსაკუთრებით ღელავდნენ, თუმცა გასაუბრებიდან გამოსულები აცხადებდნენ, რომ რთული არაფერი იყო და მნიშვნელოვანია ნერვიულობამ ხელი არ შეუშალოთ.

დირექტორობის მსურველთა გასაუბრებას კომისიის 7 წევრი ატარებს - პირველი შეფასებები

etaloni.ge-სთან საუბრისას, დირექტორობის მსურველებმა გამოკვეთეს გასაუბრებაზე დასმული 5 მთავარ კითხვა, რომელსაც მათ კომისიის წევრები უსვამდნენ:

  • რატომ სურთ დირექტორობა?
  • როგორ დაეხმარებიან მასწავლებლებს მოტივაციის ამაღლებაში?
  • როგორ მოაგვარებენ კონფლიქტურ სიტუაციებს სკოლაში?
  • სკოლის ხელმძღვანელობისას, რაზე გაამახვილებენ ყურადღებას და რა იქნება მათი მთავარი მიზანი?
  • რამდენად გაართმევენ თავს დაკისრებულ პასუხისმგებლობას?

უნდა აღინიშნოს, რომ დირექტორების მსურველები მღელვარების მიუხედავად, ყველა დეტალს ყურადღებით აკვირდებოდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა, ჩვენთან საუბრისას, ხუმრობით კომისიის წევრთა გენდერული დისბალანსიც აღნიშნა.

„ვფიქრობ გასაუბრებამ ნორმალურად ჩაიარა. ძირითადად მოტივაციასთან დაკავშირებული კითხვები იყო, რატომ გვაქვს დირექტორობის სურვილი, რას გავაკეთებთ მასწავლებლების მოტივაციის ამაღლებისთვის... ჩემ შემთხვევაში გასაუბერაბს კომისიის 5  წევრი ესწრებოდა, საიდანაც მხოლოდ ერთი იყო მამაკაცი - გენდერული ბალანსი აქაც არაა დაცული...“ - კობა შონია.

გასაუბრებაზე რეგიონიდან ჩამოსული აპლიკანტებიც გამოცხადდნენ, ერთ-ერთი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ბარგით მივიდა და დიდი იმედებით წარსდგა კომისიის წინაშე.

„ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიმდინარეობდა გასაუბრება, საკმაოდ პოზიტიური გარემო იყო თითქმის ყველა კითხვას გავეცი პასუხი, ძირითადად დირექტორთა მოვალეობებზე იყო, როგორ რეაგირებას მოვახდენდით კონფლიქტურ სიტუაციებში, როგორი დამოკიდებულება გვექნება მასწავლებლებთან და ა.შ“ - აღნიშნავს ერთ-ერთი აპლიკანტი.

სამაინისტროში, გასაუბრებაზე მისული აპლიკანტების ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება