მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეებისთვის კომპიუტერების დარიგება დაიწყო. როგორც ცნობილია კომპიუტერს 5 500-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით წარჩინებული მოსწავლეებისათვის საჭირო 5 567 ცალი პორტაბელური (ლეპტოპები) კომპიუტერი შეისყიდა. მოსწავლეებს კომპიუტერები ეტაპობრივად სასწავლო წლის დასრულებამდე დაურიგდებათ.
შეგახსენებთ, რომ საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები მე-7, მე-8, მე-9 კლასებში მიღებული ქულათა დამრგვალების შედეგად ვლინდებიან. აღნიშნულ კლასებში მიღებული ქულების დამრგვალების შემდგომ მათი ქულათა ჯამი უნდა იყოს 10, რათა მათ წარჩინებული მოსწავლის სტატუსი მოიპოვონ და სამინისტროსგან პორტატული კომპიუტერი მიიღონ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან