სიახლეები
სკოლები

წალკის N2 სკოლის მოსწავლეებმა, დაწყებით კლასებში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
21-03-2023
-
+


წალკის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეები არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას იძენენ არამედ ტოლერანტობას სწავლობენ. დირექცია და პედაგოგები სხვადასხვა საკითზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. მათი ძალისხმევით, კი მოზარდები ღირსეულ მოქალაქეებად ყალიბდებიან.

ამიტომ, სკოლაში ყოველთვის აღნიშნავენ ისეთ თარიღებს, როგორიც დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა. 

წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დაწყებით კლასებში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“ - აღნიშნული გზავნილით, მოსწავლეები ჭრელი წინდების კამპანიას შეუერთდნენ და არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ. 

მოსწავლეები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის ისტორიას გაეცნენ.

2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ,21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელ მსოფლიოში ღინიშნება.

2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“; ვინაიდან წინდებს ქრომოსომის ფორმა აქვთ, წინდები ამ დღის სიმბოლოდ იქცა. ფერადი წინდის ტარებით ადამიანები გარშემომყოფთა ყურადღებას იქცევენ და ინფორმაციის გამავრცელებლები ხდებიან.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2000-1000-500 ლარიან ჯილდოს გრანტით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ - დეტალები

პედაგოგისა და დირექტორის პროფესიის რეგულირების ექვსი მიმართულება - მასწავლებლის სახლის სტრატეგიის ახალი დოკუმენტი

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება