სიახლეები
სკოლები

„ჩემი თვალით დანახული გეომეტრიული სამყარო“ - თბილისის N72 საჯარო სკოლაში π რიცხვის მსოფლიო დღე საინტერესო პროექტით აღინიშნა
21-03-2023
-
+


თბილისის N72 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა π რიცხვის საერთაშორისო დღე სინტერესოდ აღნიშნეს. 

VI, VI, VII, XI  კლასების მოსწავლეები მათემატიკური დღესასწაულისადმი მიძღვნილ პროექტში - „ჩემი თვალით დანახული გეომეტრიული სამყარო“ ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა, პედაგოგის ლელა ხუნაშვილის ხელმძღვანელობით ყველა დაგეგმილი აქტივობა წარმატებით განახორციელეს.

დილა პოზიტიური განწყობით დაიწყო, პროექტის მონაწილეებმა მუსიკის ფონზე, სკოლაში მისულ მოსწავლეებს და პედაგოგებს, ფლაერები გადასცეს, რითაც შეახსენეს ამ დღის მნიშვნელობა და შინაარსი.

აღსანიშნავია, რომ ფოიეში წარმოდგენილ გამოფენაზე შესრულებული ნამუშევრები მოსწავლეთა დიდ ყურადღებას იქცევდა.

მოსწავლეები ხალისით ასრულებდნენ ერთ-ერთ აქტივობასაც - „შეავსე სიტყვა „პის“ დახმარებით“.

თითოეულ კლასში ჩატარდა გეომეტრიული მოდელების პრეზენტაციები. გაიმართა კონკურსები:

  1. კუბის ჩქარი აწყობა;
  2. პი რიცხვის მიმდევრობაში დამახსოვრებული ციფრების სწორად და სწრაფად წარმოდგენა;
  3. მათემატიკური ფოკუსები.

ასევე მოსწავლეებმა დერეფანში, π რიცხვის მიმდევრობის ცოცხალი ჯაჭვი მოაწყვეს. ღონისძიების ბოლოს კი π -ის დაბადების დღე აღნიშნეს, თავისივე მომზადებული π-ს ფორმის ტორტებით.

სკოლაში მოწყობილი გამოფენა დაათვალიერეს, სტუმრად მისულმა კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და საკრებულოს დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ.

„მართლაც დაუვიწყარი იქნება ეს დღე მათთვის, დიდხანს გაჰყვებათ საკუთარი ხელით შექმნილი მათემატიკური მოდელების შთაბეჭდილებები და არასდროს დაავიწყდებათ. ეს პროექტი იქნებ ბიძგი იყოს მათი მომავალი პროფესიის სწორად შერჩევისთვის.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგ ლელა ხუნაშვილს და ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს გაწეული მუშობისთვის...“ - აღნიშნავენ სკოლაში.

მსოფლიოში აღიარებული მათემატიკის დღესასწაული π = 3,14 მესამე თვის 14 რიცხვში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2000-1000-500 ლარიან ჯილდოს გრანტით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ - დეტალები

პედაგოგისა და დირექტორის პროფესიის რეგულირების ექვსი მიმართულება - მასწავლებლის სახლის სტრატეგიის ახალი დოკუმენტი

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება