სიახლეები
სკოლები

„ელექტრომაგნიტური ტალღები და მათი მნიშვნელობა“ - ტყიბულის N2 სკოლაში მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
21-03-2023
-
+


ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და სწავლის წყურვილის გაღვიძების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-11 კლასში(პედაგოგი ირინა ბეროძე) ფიზიკის გაკვეთილზე პრეზენტაცია თემაზე - „ელექტრომაგნიტური ტალღები და მათი მნიშვნელობა“ ჩატარდა, რომელიც მოსწავლეებმა თამარ აბესაძემ და მარიამ ოდიკაძემ წარადგინეს.

მათ აღნიშნულ თემაზე საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.

მეთერთმეტეკლასელებმა პრეზენტაციაზე ელექტრომაგნიტური ტალღების აღმოჩენა და მათი გამოყენება განიხილეს.

მოსწავლეებმა ხილულ გამოსახულებასთან ერთად, ინფრაწითელი და ულტრაიისფერი სხივების შესახებ იმსჯელეს. ასევე ისაუბრეს რადიოტალღების და რედგენის სხივების შესახებ, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მედიცინაში.

„ბავშვებმა პრეზენტაციაზე აგრეთვე საინტერესოდ ისაუბრეს რადიოტალღების  და რედგენის სხივების შესახებ, რომლებიც ფართოდ გამოიყენება დიაგნოსტიკისათვის მედიცინაში“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრეზენტაციები და აქტივობები მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებასა და სასწავლო პროცესში მათ ჩართულობას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2000-1000-500 ლარიან ჯილდოს გრანტით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ - დეტალები

პედაგოგისა და დირექტორის პროფესიის რეგულირების ექვსი მიმართულება - მასწავლებლის სახლის სტრატეგიის ახალი დოკუმენტი

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება