სიახლეები
სკოლები

მოსწავლეთა ფლეშმობი და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სხვა საინტერესო აქტივობები სენაკის N1 საჯარო სკოლაში
21-03-2023
-
+


გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ თარიღს განსაკუთრებული ყურადღება დაწყებითი კლასის დამრიგებლებმა და მოსწავლეებმა დაუთმეს. მოსწავლეებმა არაერთი აქტივობა და სახალისო დავალებები შეასრულეს, დამრიგებელმა კი, ცნობიერების ამაღლების მიზნით, შემდეგი ინფორმაცია მიაწოდეს: დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა და ის არ არის დაავადება. ის არც მემკვიდრეობითი და არც გადამდებია. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს ნაცვლად 46 ქრომოსომისა აქვს დამტებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში,რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.

მე-4 კლასი, დამრიგებელ შორენა ნოდიას ხელმძღვანელობით, გამორჩეულად მოემზადა ამ დღისთვის. მათ დახატეს ფერადი წინდები, გამოჭრეს და გააფერადეს მზე, გვირილა, გულები. ასევე, სკოლაში მიიტანეს ფერადი ბართები და ჭრელი წინდები. მოსწავლეები შესაბამის ინფორმაციას გაეცნენ და ბოლოს, სკოლის საერთო ღონისძიებაში ჩაერთნენ, რომლის ფარგლებშიც, სოლიდარობის მიზნით, ეზოში 46+1 დაწერეს.

„2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.
მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან და ისინი მზის შვილები არიან, რომლებიც ძალიან უყვართ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2000-1000-500 ლარიან ჯილდოს გრანტით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ - დეტალები

პედაგოგისა და დირექტორის პროფესიის რეგულირების ექვსი მიმართულება - მასწავლებლის სახლის სტრატეგიის ახალი დოკუმენტი

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება