სიახლეები
სიახლეები

სკოლაში გაჩენილმა ხანძარმა 3 ოთახი და კომპიუტერები დააზიანა - რა მოხდა ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში
21-03-2023
-
+


ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ოთახი დაზიანდა. როგორც etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორმა ლალი გულედანმა განაცხადა, ხანძარი 20 მარტს, საღამოს ათ საათზე გაჩნდა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ინფრასტრუქტურა და კომპიუტერული ტექნიკა. გაკვეთილები დღეს არ ჩატარებულა, მაგრამ კოლექტივის დახმარებით სკოლა უკვე მოწესრიგდა და მოსწავლეები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ხვალიდან, 22 მარტიდან დაუბრუნდებიან. 

„ხანძარი სავარაუდოდ იატაკის ღრიჭოში ჩავარდნილმა ნაკვერჩხალმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა რომ სასწავლო პროცესის ბოლოს, სანამ სახლში წავიდოდი ყველა ოთახი შევამოწმე და არც კვამლი იყო სადმე, არც სუნი, სავარაუდოდ გვიან გაღვივდა ნაკვერჩხალი და იმან გააჩინა ხანძარი. საერთო ჯამში სამი ოთახი დაზიანდა, ერთი საკლასო ოთახი, რესურსოთახი და ისტ.-ის კაბინეტი. ყველამ თავდაუზოგავად იმუშავა, სახანძრომ, ადგილობრივმა მოსახლეობამ და ხანძარი მალევე ლიკვიდირდა. დღეს დილიდან მთელი კოლექტივი ჩართული იყო სკოლის მოწესრიგებაში, სასწავლო პროცესი არ ჩატარებულა, თუმცა ხვალიდან სწავლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - გვითხრა სკოლის დირექტორმა ლალი გულედანმა

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, დარეჯან ნიგურიანსაც დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა რომ ინფორმაცია სკოლის დაზიანების შესახებ უკვე გადაგზავნილია სამინისტროშიც და ინფრასტრუქტურის სააგენტოშიც და იმედი აქვს უახლოეს პერიოდში დაიწყება სკოლის სარემონტო სამუშაოები.

„დირექტორთან უკვე მქონდა შეხვედრა დილით, ფოტოებთან ერთად წერილები გავაგზავნეთ განათლების სამინისტროშიც და ინფრასტრუქტურის სააგენტოშიც. დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა თუმცა ხვალიდან უკვე ჩვეულ რეჟიმში განახლდება სწავლა რადგან მხოლოდ 3 ოთახია დაზიანებული. საკლასო ოთახი, რომელიც დაზიანდა უკვე გადატანილია სხვა ოთახში. რესუსოთახი დროებით სკოლის სააქტო დარბაზში განთავსდება, ხოლო კომპიუტერებს დირექტორის კაბინეტში განათავსებენ. ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება სწავლა, გაცდენილი დრო კი შაბათს აღდგება, აღნიშნულის შესახებ უკვე ინფორმირებულია სამინისტროც", - განაცხადა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

ატესტაცია გამოცხადდა - ვის ეხება გადამზადება, ვადები და დეტალები

„არებისთვის“ რომელ  მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი

მასწავლებლის 6 სტანდარტი, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია პროფესიული განათლების პედაგოგებისთვის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო საახალწლო ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეებმა წინასაახალწლოდ მოსახლეობას ტკბილეულთან ერთად სითბი და გულწრფელი ემოციები აჩუქეს

სასკოლო საზომადოებამ კი ახალი წელი ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა



საახალწლო ზეიმი შთამბეჭდავად წარიმართა

საინტერესო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

სიახლეები
საზოგადოება