სიახლეები
სკოლები

​​დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბაზაო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
22-03-2023
-
+


​დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

საბაზო საფეხურის წარჩინებით -10-ქულიანი შეფასებით დასრულებისთვის, ჯილდო ლენტეხის N1 საჯარო სკოლის11-მა მოსწავლემ - ნიკოლოზ ტვილდიანმა, მარიამ ლიპარტელიანმა, თამარ  ბენდელიანმა, ნინო ხვისტანმა,  ნინი ტვილდიანმა, ნია ლიპარტელიანმა,  დეა ბენდელიანმა, ლევან გასვიანმა, ლუკა  გასვიანმა, თამარ გაზდელიანმა, თამარ ბენდელიანმა დაიმსახურა.

ღონისძიებას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რესურსცენტრის  თანამშრომლები დაესწრნენ, რომლებმაც წარჩინებული მოსწავლეები პირადად დააჯილდოვეს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

​დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები, რომელთათვისაც ამოსავალი წერტილი მოსწავლეებისთვის სათანადო განათლების მიცემაა, წარჩინებულებს ჯილდოს მიღებას ულოცავენ. 

 „ვულოცავთ თითოეულ მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას და მომავალში ვუსურვებთ წინსვლას ჩვენი კუთხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2000-1000-500 ლარიან ჯილდოს გრანტით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ - დეტალები

პედაგოგისა და დირექტორის პროფესიის რეგულირების ექვსი მიმართულება - მასწავლებლის სახლის სტრატეგიის ახალი დოკუმენტი

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება