მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლებისთვის, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებზე/საექიმო სპეციალობებში გადამზადების პროგრამებზე, 2023 წლის მზადების საფასურის დაფინანსების პირობები განისაზღვრა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლების არამატერიალიზებული ფორმის ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც განკუთვნილია განათლების დასაფინანსებლად.
დაზარალებული მაძიებლები ამ დადგენილებით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით, ხოლო ვაუჩერის განაღდება ხორციელდება დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილე დაწესებულებებიდან/ სასწავლებლებიდან წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. ვაუჩერის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება ერთჯერადად და შეადგენს მაქსიმუმ 2 200 ლარს.
აქვე უნდა ითქვას, რომ დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს დაზარალებულმა მაძიებელმა, რომელიც/რომლის ოჯახიც დაზარალებულია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის გადმოწევის, მავთულხლართების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის გამო და რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოპოვებული აქვს საექიმო სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა და გადის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამას კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში.
დაზარალებულ მაძიებელთა დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის საფუძველზეც სამინისტრო უზრუნველყოფს განათლების ვაუჩერის განაღდებას (სწავლების საფასურის ანაზღაურებას) შესაბამის დაწესებულებასთან/სასწავლებელთან, სადაც დაზარალებული მაძიებლები გადიან დიპლომისშემდგომ განათლებას (პროფესიულ მზადებას)/საექიმო სპეციალობებში გადამზადებას.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა