მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სადამრიგებლო საათის რეგულარულად ჩატარება კლასის ხელმძღვანელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა.
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, დაწყებითი საფეხურის დამრიგებელმა სადამრიგებლო საათი მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ უნდა ჩაატაროს, საბაზო-საშუალო საფეხურების კლასის ხელმძღვანელმა კი - არანაკლებ თვეში ერთხელ.
რამდენი წუთი უნდა დავუთმოთ სადამრიგებლო საათს? რამდენად შესაძლებელია, რომ რომელიმე საგნის 1 საათი გამოვიყენოთ სადამრიგებლო საათად? - კითხვას, რომელსაც ბევრი მასწავლებელი სვამს, უწყების წარმომადგენლები პასუხობენ:
„ეროვნული სასწავლო გეგმის საათობრივ ბადეში სადამრიგებლო საათი არ არის მოცემული. აქედან გამომდინარე, სადამრიგებლო საათი არ წარმოადგენს საგანს. შესაბამისად, 25%-ის ფარგლებში მისთვის საათების დათმობა სხვა საგნების საათების ხარჯზე არ შეიძლება. დაწყებით საფეხურზე შეხვედრას ეთმობა ბოლო გაკვეთილის 15 წუთი, ხოლო საბაზო-საშუალო საფეხურზე - გაკვეთილების შემდეგ 15 -30 წთ".
ცნობისთვის, ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, საჯარო სკოლას უფლება აქვს, ეროვნული სასწავლო გეგმით ერთი კლასისთვის განსაზღვრული საათობრივი დატვირთვის ფარგლებში, კონკრეტული საგნის წლიური ჯამური საათობრივი დატვირთვის 25% გადაანაწილოს სხვა საგნებს შორის, თუმცა როგორც ირკვევა, სადამრიგებლო საათი არაა საგანი და ის ესგ-ს საათობრივი ბადით გათვალისწინებული არაა. შესაბამისად, სადამრიგებლო საათის ჩატარება გაკვეთილების ხარჯზე არ შეიძლება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„მადლობა ყოველი უძილო ღამისთვის და უპირობო მარადიული სიყვარულისთვის“