სიახლეები
სკოლები

მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლეს
22-03-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა, 21 მარტს, საქართველოს თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარის“, ფარგლებში მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები: უფროსი ლეიტენანტი რეზო შველიძე და სერჟანტი მამუკა ჩაჩანიძე უძღვებოდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ჯარისკაცებმა მოსწავლეებს, სალექციო ფორმატში, პრეზენტაციების სახით, თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანა, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ნატო-საქართველოს ურთიერთობები გააცნეს.

ასევე, მომხსენებლებმა, საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრა მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, მათ საქართველოს ეროვნული გმირებისა და თითოეული მათგანის გმირობის ისტორია, უშუალოდ ჯარისკაცებისგან მოისმინეს.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოზარდებს, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების, საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებისა და თემატურად მომზადებულ-შერჩეული, მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეომასალის ხილვის შესაძლებლობა შესთავაზეს.  

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება