სიახლეები
სკოლები

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია 
22-03-2023
-
+


ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ისტორიაში წარმატების კიდევ ერთი ფურცელი ჩაიწერა.  149 წლიანი ისტორიის მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება კვლავაც უწყვეტად აგრძელებს მოსწავლეებისთვის ცოდნის გადაცემას. 

2023 წლის მარტში ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამ უკვე მესამედ, წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და სწავლების უფლება კიდევ 6 წლის ვადით გაუხანგრძლივდა.

როგორც გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის, დეკანოზი პავლე ცერცვაძე etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად ყოველგვარი შენიშვნისა და წინაპირობის გარეშე გასცა, რაც ერთის მხრივ გიმნაზიის რექტორის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკ ხაჩიძის ფასდაუდებელი დახმარების, მეორეს მხრივ კი პედაგოგების თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების შედგეგია, რისთვის დეკანოზი უდიდეს მადლობას უხდის მათ. 

„2017 წელის შემდეგ, როცა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამ ავტორიზაცია მეორედ მოიპოვა, საგანმანათლებლო დაწესებულებამ სრული ტრანსფორმაცია და და ფერიცვალება განიცადა. გარემონტდა და თანამედროვე სტანდარტებს მოერგო სკოლის შენობა, რომელიც მაშინ ავარიული იყო. დამონტაჟდა მზის პანელები და გიმნაზია ცენტრალიზებულ გათბობაზე გადავიდა, გარემონტდა სველი წერილები, სპორტდარბაზი, რომელიც სრულად აღიჭურვა სხვადასხვა ტიპის ტრენაჟორებით. აღსანიშნავა ბიბლიოთეკაც, რომელიც მრავალფეროვანი თანამედროვე ლიტერატურით არის აშევსებული.

აუცილებლად უნდა აღვნიშაო, რომ გიმნაზიის რექტორის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკ ხაჩიძის უშუალო ფინანსური დახმარებით სკოლაში გარდა ინფრასტრუქტურისა, შევიძინეთ თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის: 7 ჭკვიანი დაფა, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ სასწავლო პროცესში და 26 კომპიუტერი, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწვლეთა სწავლე სწავლების პროცესში. ამიტომაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო, მეუფეს ამ მხარდაჭერისთვის და ჩვენს პედაგოგებს მაღალი პროფესიონალიზმისთვის და გიმნაზიის სულიერი მოძღვრი“, - გვეუბნება გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი, დეკანოზი პავლე ცერცვაძე. 

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია აგრძელებს მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის ცოდნის გადაცემას და კვლავაც აქტიურად გეგმავს პედაგოგებისა და მოსწავლეების განვითარებაზე ზრუნვასა და მათთვის კიდევ უფრო სასურველი და თანამედროვე გარემოს შემქნას.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება