TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„მოგზაურობაზე მეოცნებეს მინდოდა მატარებლის გამცილებელი გამოვსულიყავი“- საგვაზავოს საჯარო სკოლის პედაგოგი შორენა კუჭუხიძე
22-03-2023
-
+


ჩვენი საყვარელი პედაგოგებისა თუ დირექტორების ბავშვობა ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. საინტერესოა რა იყო მათი საყვარელი საგანი თუ საოცნებო პროფესია?

„ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“ - არის etaloni.ge-ს ახალი წარმოწყება, რომელიც ერთგვარ „მეგობრობის დღიურს“ წარმოადგენს და მისი მთავარი მიზანია სკოლის დირექტორები და პედაგოგები გაგაცნოთ არაფორმალური კუთხით, უკეთ წარმოვაჩინოთ, როგორც პიროვნება. 

ბავშვებმა, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ სკოლის დირექტორები და პედაგოგები, რომლებიც დღეს განათლების უანგარო სამსახურში, რიგით ჯარისკაცებად დგანან, ოდესღაც თავად იყვნენ ბავშვები და სხვათა შორის, სოციალური ქსელების არარსებობის „ხანაში“ მეგობრობის დღიურებიც ჰქონდათ. „მეგობრობის დღიური“, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, „მემორი“, უამრავ ინფორმაციას ინახავდა, იქ დაწერილი საუკეთესო სურვილები კი ერთგვარი „ლაიქების“ ფუნქციას ასრულებდა... დღეს ეს ყველაფერმა სოცქსელებმა ჩაანაცვლა, თუმცა ალბათ ცუდი არ იქნება, ცოტა ხნით იმ დროში დავბრუნდეთ, როდესაც გაჯეტები არ არსებობდა.

დღეს, Etaloni.ge-ს „მეგობრობის დღიური“ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლის პედაგოგმა, შორენა კუჭუხიძემ შეავსო.

- გაიხსენეთ სკოლის პირველი დღე როგორც მოსწავლემ და როგორც დირექტორმა/პედაგოგმა?

- ბავშვობიდან მინდოდა მასწავლებელი გამოვსულიყავი, თუმცა ვფიქრობდი რომ იურისტობასაც შევძლებდი. მე კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით, მიყვარს ბავშვები და მათთან მუშაობა. არ მავიწყდება ჩემი პირველი გაკვეთილი, 20 წლის ახალბედა მასწავლებელი დირექტორმა წარმადგინა კლასის წინაშე და დაგვტოვა. თითქოს წამიერად დრო გაჩერდა, გაიყინა...  და თვალები ... მოლოდინით და სიყვარულით სავსე თვალები რომლებმაც გამომაფხიზლეს.... მას მერე ამ თვალების სითბოთი მოვდივარ წლებია. ბედნიერებაა როცა ბავშვები გენდობიან და ელოდებიან შენგან  პასუხს, თანაგრძნობას, ახსნას...  მასწავლებელი უნდა იყო საუკეთესო მეგობარი, მან  უნდა იზრუნოს ბავშვის არა მარტო განათლებაზე არამედ მათ  პიროვნებად ჩამოყალიბებაზე, მათ სულიერ სიძლერეზე.  

დღეს, როდესაც კიდევ ერთხელ დავფიქრდი ჩემს პროფესიის არსზე, დავრწმუნდი, რომ არჩევანი,რომელიც დიდი ხნის წინ გავაკეთე, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ყოფილა.

- თქვენი საყვარელი მწერალი/პოეტი:

- გამორჩევა ძნელია ძალიან, მაგრამ მაინც ვუპასუხებ კითხვას

მწერალი - კონსტანტინე გამსახურდია;

პოეტი - ტარიელ ხარხელაური;

- თქვენი საყვარელი წიგნი:

- კონსტანტინე გამსახურდიას  „დავით აღმაშენებელი“.

- რომელი მასწავლებელი გიყვარდათ სკოლაში და რატომ?

- მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის მასწავლებელი ვარ სკოლაში ძალიან მიყვარდა ქართულის გაკვეთილები სწორედ მასწავლებლის გამო. ელეონორა ჩიქოვანი მასწავლიდა ქართულს, ეს მარტო სწავლა არ იყო, ეს იყო შემოქმედებითი პროცესი. ისტორიაც მან შემაყვარა.

- რა გინდოდათ რომ გამოსულიყავით და რატომ?

-  ძალიან პატარას მინდოდა მატარებლის გამცილებელი გამოვსულიყავი -  მოგზაურობაზე ვოცნებობდი და ვფიქრობდი ამ გზით შევძლებდი.  თუმცა შეგნებულად პროფესიის არჩევაზე ფიქრი რომ დავიწყე მას შემდეგ მასწავლებლობაზე ვოცნებობდი.

- თქვენი საყვარელი საგანი:

  - ისტორია.

- სამი მთავარი რჩევა, რომელსაც თქვენს მოსწავლეებს მისცემდით?

  • უყვარდეთ სამშობლო უანგაროდ.
  • მაქსიმუმი გამოიყენონ შესაძლებლობის.
  • უყვარდეთ ერთმანეთი............
- სად იმოგზაურებდით და რატომ?

- ჩემი ოცნების ქვეყანაში-საფრანგეთში.

- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

- ასეთ დროს ძალიან კრიტიკული ვარ. ვარ ემოციური, ხალისიანი, მეგობრული......

- რომელი დღესასწაული გიყვართ გამორჩეულად და რატომ? 

- შობა - სიცოცხლის საწყისია

- ნატვრის თვალი რომ გქონდეთ, რას ინატრებდით?

- ჩემი ქვეყნის კეთილდღეობას

- რას აკეთებთ თავისუფალ დროს? 

- ვცდილობ გავიდე ბუნებაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება