სიახლეები
სკოლები

შავღელეს საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები მოეწყო
22-03-2023
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას აძლევენ, არამედ ტოლერანტობას ასწავლიან და სოციალური პასუხისმგებლობების ჩამოყალიბება-განვითარებაში ეხმარებიან. ისინი სხვადასხვა საკითზე მოზარდების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. პროფესიონალი პედაგოგების ძალისხმევით, კი მოზარდები ღირსეულ მოქალაქეებად ყალიბდებიან.

ამჯერად, სკოლის მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასების მოსწავლეები დაუნის სინდრომოს მსოფლიო დღის აღნიშნვას შეუერთდნენ. მათ ხელმძღვანელობდნენ - მესამე, მეოთხე, და მეხუთე კლასის დამრიგებლები -  ფატი პაიჭაძე, ნაზი ბოლქვაძე და ლია მამულაძე, ასევე ჩართული იყო მეორე კლასის ბუნების მასწავლებელი შორენა დავითაძე.

პედაგოგებმა მოსწავლეებთან დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს და სხვადასხვა საინტერესო თუ სახალისო აქტივობაში ჩართეს. 

მოსწავლეები ასევე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის ისტორიას გაეცნენ.

2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ,21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელ მსოფლიოში ღინიშნება.

2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“; ვინაიდან წინდებს ქრომოსომის ფორმა აქვთ, წინდები ამ დღის სიმბოლოდ იქცა. ფერადი წინდის ტარებით ადამიანები გარშემომყოფთა ყურადღებას იქცევენ და ინფორმაციის გამავრცელებლები ხდებიან.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება