სიახლეები
პიროვნება

„დიპლომით ეკონომისტი ვარ, მაგრამ ბედმა მასწავლებლის კვალზე დამაყენა“-etaloni.ge-ს „მეგობრობის დღიური“ ნახუნაოს სკოლის პედაგოგმა დავით პირტახიამ შეავსო
22-03-2023
-
+


მოსწავლეებს სკოლის პედაგოგებთან და დირექტორებთან ურთიერთობა, ფაქტობრივად, ყოველდღე აქვთ. თუმცა, ისინი მათ მხოლოდ სასკოლო გარემოში იცნობენ და შეიძლება, ხშირად ვერც წარმოუდგენიათ, თუ როგორ ატარებენ თავისუფალ დროს, რით არიან გატაცებულნი, სად ისურვებდნენ მოგზაურობას... ამიტომაც, მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა, მათი მისაბაძი ადამიანები რაზე ოცნებობენ, რას გეგმავენ, რა არის მათი საყვარელი ნაწარმოები და ა.შ. 

„ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“ - არის etaloni.ge-ს ახალი წარმოწყება, რომელიც ერთგვარ „მეგობრობის დღიურს“ წარმოადგენს და მისი მთავარი მიზანია სკოლის დირექტორები და პედაგოგები გაგაცნოთ არაფორმალური კუთხით, უკეთ წარმოვაჩინოთ, როგორც პიროვნება. 

დღეს, etaloni.ge-ს „მეგობრობის დღიური“ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიის უფროსმა მასწავლებელმა დავით პირტახიამ შეავსო.

- გაიხსენეთ სკოლის პირველი დღე როგორც მოსწავლემ და როგორც დირექტორმა/პედაგოგმა?

- კარგად მახსოვს ჩემი პირველი დღე სკოლაში. შემიყვანეს მარტვილის რაიონის სოფელ წინაკვერკვეს არასრულ საშუალო სკოლაში, ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის წინაკვერკვეს განყოფილება. ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ნორა ნორჩოშვილი. მომეფერა თავზე ხელი გადამისვა და მითხრა რომ ისწავლი დათო? თავი ჩავღუნე არ ვიცოდი რა მეთქვა. იმ დღიდან ძალიან შემიყვარდა სპორტის გაკვეთილები და რომ არა ჩემი პირველი მასწავლებელი ნორა ნორჩოშვილი, დღეს მასწავლებელი არ ვიქნებოდი.
პედაგოგობა ჩემი არჩევანი არ ყოფილა, მე უფრო მიზიდავდა ზუსტი მეცნიერებები და შესაბამისად ეკონომიურ ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა. ერთხელ, სკოლაში საკადრო დეფიციტი შეიქმნა და დირექტორმა მთხოვა მათემატიკის გაკვეთილები ჩამეტარებინა დეკრეტული მასწავლებლის ადგილას ექვსი თვის განმავლობაში. მეც დავთანხმდი, ვინაიდან ბოლო კურსზე ვსწავლობდი დაუსწრებლად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1996 წელს. იმ დღიდან შემიყვარდა  ბავშვები, სკოლის საზოგადოება და პედაგოგობაც. მერე საგადასახადო ინსპექციაში გავაგრძელე სამსახური, მაგრამ განგებამ ისევ დამაბრუნა სკოლაში და დღეს ვარ უფროსი მასწავლებელი კომპიუტერული ტექნოლოგიის კუთხით და ვასწავლი დაწყებით კლასებში კომპიუტერულ ტექნოლოგიას, ჭადრაკს და ელექტრონულ ჭადრაკს.

- თქვენი საყვარელი მწერალი/პოეტი:

- მიყვარს ქართველი კლასიკოსები, ლირიკოსები, პოეტები: აკაკი, ილია, ვაჟა, ნოდარ დუმბაძე, კონსტანტინე გამსახურდია, ჭაბუა ამირებიჯი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი, საზვარგარეთელიბიდან - მიან რიდი, ლევ ტოლსტოი, ალექსანდრე დიუმა, პუშკინი, ლევრონტოვი და სხვები.

- თქვენი საყვარელი წიგნი:

- „სამი მუშკეტერი“, „დათა თუთაშხია“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „მთვარის მოტაცება“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „ომი და მშვიდობა“, „ათას ერთი ღამე“, „უთავო მხედარი“, „გრაფი მონტე კრისტო“...

- რომელი მასწავლებელი გიყვარდათ სკოლაში და რატომ?

- ნორა ნორჩოშვილი პირველი მასწავლებელი, იყო თბილი და ამავე დროს მომთხოვნი. მათიკო ფირცხალავა, მკაცრი და მომთხოვნი. მარო შამათავა მათემატიკის მასწავლებელი თბილი და მოსიყვარულე, საგნის ბრწყინვალე მცოდნე. ილუშა ძიძიგური, პოლიკარპე ბაძაღუა-გეოგრაფია.

- რა გინდოდათ რომ გამოსულიყავით და რატომ?

- ეკონომისტი მინდოდა ვყოფილიყავი, მიყვარდა ციფრებთან „თამაში“. ვარ დიპლომით ეკონომისტი კიდევაც, მაგრამ ბედმა მასწავლებლის კვალზე დამაყენა.

- თქვენი საყვარელი საგანი;

- მათემატიკა, ფიზიკა და ამჟამად, კომპიუტერული ტექნოლოგიები.

- სამი მთავარი რჩევა, რომელსაც თქვენს მოსწავლეებს მისცემდით?

  1. ფუჭად არ გაფლაგონ ბავშვობა, ვინაიდან ამ პერიოდში ისინი იღებენ მთავარ ცოდნას, რომელიც მათ გაჰყვებათ მთელი ცხოვრება.
  2. ისწავლონ და თავადაც შექმნან ღირებულება.
  3. დაუჯერონ უფროსი თაობების მიერ განვლილ გზას.

- სად იმოგზაურებდით და რატომ?

- მსოფლიოს გარშემო, ძალიან საინტერესოა „ვირტალური“ მსოფლიო, მაგრამ ფიზიკური უფრო ლამაზი არის.

- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

- ვარ ჩემი საქმის კარგი მცოდნე და პატივს ვცემ ჩემს არჩევანს, ვარ ძლიერი ნებისყოფის ადამიანი. ყოველთვის მზად ვარ დავეხმარო შეძლებისდაგვარად ყველას ვინც მომართავს დახმარებისთვის.

- რომელი დღესასწაული გიყვართ გამორჩეულად და რატომ?

- ყველა დღესასწაულს პატივისცემით ვეპყრობი, მაგრამ განსაკუთრებით აღდგომა და შობა მიყვარს.

- ნატვრის თვალი რომ გქონდეთ, რას ინატრებდით?

- ჯანმრთელობასა და საქართველოს გაერთიანებას.

- რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

- გადავდივარ მეზობლებთან, გართობისათვის.

- რაზე ოცნებობთ?

- ქვეყნისა და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


საბერიოში დატრიალებული ტრაგედიის გამო 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

სკოლის ექიმის ხელფასი 800, ექთნის კი 670 ლარი იქნება - მთავრობის დადგენილება

მასწავლებელთა სქემის მუხლები 1-ელ ივლისამდეა შეჩერებული - სამინისტრო ახალ ვადებს ასახელებს

„ბაღებში კვების მენიუში დასაშვებია თანხის ცდომილება რამდენიმე თეთრით“ - დოკუმენტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოება - მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ახალ წელს ერთმანეთს ულოცავდნენ

სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებს, მათ ქორეოგრაფსა და მშობლებს

საერთაშორისო კამპანიის მიზანია მსოფლიო ბავშვების გაერთიანება მშვიდობისთვის


მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და როლები ოსტატურად შეასრულეს

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება